საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე სიმონის ძე მურვანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე 2210 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე მ. კინწურაშვილმა ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს განათლების სამინისტროსთან უშუამდგომლა გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დანიშვნის თაობაზე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ხ. ნ. გროზდოვმა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ წაიკითხა მოახსენება ეროვნული საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ. რაჟდენ არსენიძე იცავდა მოსაზრებას, რომ ეროვნული საბჭოსთვის ხალხის წარმომადგენელთა დარბაზი ეწოდებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე მოხსენება წაიკითხა გიორგი ნანეიშვილმა. ლ. ნათაძემ წამოაყენა წინადადება, არსებითი განხილვა გამართულიყო შემდეგი სხდომისათვის, რომელსაც კომისიის წევრთა მომატებული შემადგენლობა დაესწრებოდა. მარიამ ჩხეიძემ განაცხადა, რომ მომავალი კრებისთვის მოეწვიათ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. მდივან პავლე საყვარელიძეს დაევალა სისხლის სამართლისა და ფინანსების შესახებ მასალების გადახედვა და შესწორება, რომელიც უნდა გადაეგზავნა წევრებისთვის წინასწარ საკითხის გასაცნობად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია, ნიკოლოზ და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვების ქვემო ნიჩბისსა და სასხორში მდებარე 53 დესეტინასა და 1555 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და საბოსტნე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია სოლომონის ძე თურქისტანოვის ლავრისხევში მდებარე 238 დესეტინასა და 1240 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია სოლომონის ძე თურქისტანოვის ლავრისხევში მდებარე 238 დესეტინასა და 1240 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ფარემუზ რომანის ძე წითლიევის დუშეთის მაზრაში მდებარე 484 დესეტინასა და 1160 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ს. მრევლოვმა და გრიქუროვმა პოლიციელების თანდასწრებით თევზის დუქნები დაათვალიერეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე აგარონის ძე მელიქ-ვართანესოვის ერევნის გუბერნიაში მდებარე 1829 დესეტინასა და 2140 კვადრატულ საჟენ ხილისა და ყურძნის ბაღს, სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 97 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ ტყეს და სახნავ-სათეს ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში კონცერტი გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე გ. ვ. მაჩაბელს საზოგადოების წინაშე პირველად უნდა ემღერა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე დავითის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის ოქროყანაში მდებარე 287 დესეტინასა და 500 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პართენ, ლევან და მიხეილ იოსების ძე ვახვახოვების კურდღელაურში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, 71 დესეტინასა და 273 კვადრატულ საჟენ ტყეს, ხილისა და ყურძნის ბაღსა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს სოფ. წიფაში მიხეილ ზარიძემ ნესტორ თხელაძე რევოლვერით მოკლა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის მარტში გორში ზ. დანდუროვის დუქანი გაქურდეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 მარტს ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 მარტს ქუთაისში ამოქმედდა სამეურნეო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ივანეს ასულ ალიბეგოვის ხიდისთავში მდებარე 59 დესეტინასა და 540 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სანახირე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სამსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძის ნიგოითში მდებარე 410 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია სოლომონის ძე თურქისტანოვის ლავრისხევში მდებარე 238 დესეტინასა და 1240 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მეჯლისი მხარს უჭერდა იმ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც დაღესტანში ალი-ჰაჯი ახუშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე მიხეილის ძე საყვარელიძისა და მისი მოწილეების ზემო ხოდაშენში მდებარე 267 დესეტინა ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.