საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. პ. გეგეჭკორმა მიიღო დეპეშები ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძისგან (თბილისიდან) და ხიდირბეგიშვილისაგან (სურამიდან), ისინი მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილისაგან (სურამიდან) მიიღო მისალოცი დეპეშები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია ივანეს ასულ მაჩაბლისა და მარიამ სეფეს ასულ მაჩაბლის იანეთში მდებარე 149 დესეტინასა და 2112 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში სოფ. გომში ბ. თბილაშვილს ცხენი მოჰპარეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საბერძნეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მოადგილე, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატი, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, აზერბაიჯანის და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები და სხვები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ვ. არღუთინსკისას საყმაწვილო ბაღში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე მდებარეობდა რეგისტრაცია 20 აგვისტოს, ხოლო სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის წერილი, რომლითაც ის ვაჟა-ფშაველას მიმართავდა ლაშარობისადმი მიძღვნილი სტატიის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ გაბაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 10 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუარსაბ ნადირაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 5 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხოვლეში მარიამ ჯავახიშვილი საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ წარმოდგენას გამართავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასიძე ამზადებდა ბავშვებს გიმნაზიის, რეალურ და საქალაქო სასწავლებლის პირველი კლასისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია თუ რატომ არ სარგებლობდა მეჯვრისხევის მოსახლეობა ნიკოლოზ სოლოღოვის მგზვართა გადასაყვანი ეტლით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო თარხნიშვილისამ ქვთახევის მონასტერს შეგროვებული 105 მანეთით საუცხოო გარდამოხსნა შეუძინა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ივანეს ძე ამილახვრის კოდაში მდებარე 291 დესეტინასა და 750 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თამაზ გიორგის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევის კურდღელაურში მდებარე 283 დესეტინასა და 2334 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე და პაატა მალხაზის ძე გედევანიშვილების, მარიამ მალხაზის ასულ გედევანიშვილის, სალომე მალხაზის ასულ ანდრონიკაშვილისა და ოლგა მალხაზის ასულ კობიაშვილის დუშეთის მაზრაში მდებარე 34 დესეტინასა და 1150 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ ავეტის ძე მირველოვის მარტყოფში მდებარე 9 დესეტინასა და 1580 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სავენახე ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში სოფ. გომში ვანო როსტომაშვილს ცხენი მოჰპარეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკაია პატარა გოგონებისთვის აარსებდა საყმაწვილო ბაღს და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათიდან ორ საათამდე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულს 40 კაპიკად ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძის ერგნეთში მდებარე 22 დესეტინასა და 300 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძის საციხურში მდებარე 48 დესეტინასა და 600 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ სიმონის ძე ტუტუნოვის რუისში მდებარე 6 დესეტინასა და 1130 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სავენახე ადგილებს.