საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19729

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ინვენტარის შესაძენად 3635 მანეთი და 58 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ხარჯი 27 754 მანეთი და 44 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილება მათ ზედმეტი ყულაბების გაგზავნას სთხოვდა, რათა საზოგადოებრივ დაწესებულებებში განეთავსებინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფიო ვახვახიშვილისას მიერ თელავის განყოფილებისთვის შეწირული 1 800 მანეთის ღირებულების ფასიანი ქაღალების სარგებელი, წელიწადში 76 მან. და 44 კაპ., სტიპენდიებს ხმარდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებას წინა წელს მოწაფეებისგან 332 მანეთი შეუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებაზე განიხილეს 29 ივნისისა და 20 ივლისის სეირნობის ანგარიში. სეირნობებიდან საზოგადოებას მოგება 866 მან. და 52 კაპ. დარჩა. ცნობას ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ივანე პაატაშვილს სთხოვა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებაში მდივანის მოვალეობა შეესრულებინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის საშუალო შემოსავალი წელიწადში 1000 მანეთი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ სოფიო ვახვახიშვილისას შეწირული სასტიპენდიო თანხიდან 60 მანეთი წმ. ნინოს დედათა სასწავლებელს გადასცა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ჰქონდა ალექსანდრე როსტომაშვილის სახელობის სტიპენდია – 200 მან. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილების გამგეობას ქართული წარმოდგენების მმართველი სექციის არჩევის ნაცვლად წარმოდგენების მმართველი წრის დაარსება გადაეწყვიტა.

1909

ტიპი: ავტორობა

ივანე პაატაშვილის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მუშაობა 1909 წელს დაიწყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საწევრო გადასახადმა 130 მანეთი შეადგინა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ჰქონდა 1 სკოლა, 1 წიგნის მაღაზია და 5 ბიბლიოთეკა. ცნობას ხელს აწერს თელავის განყოფილების გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გასავალმა 2135 მან. და 69 კაპ. შეადგინა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 სექტემბერს დავით კარიჭაშვილმა ვარლამ ბურჯანაძეს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების 1915 წლის მოქმედების სრული რევიზია დაავალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ვასილ და ნატალია გლურჯიძეების სახელობის სტიპენდია, 250 მანეთი, ჰქონდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას გასართობი საღამოებიდან 932 მანეთი და 24 კაპიკი შეუგროვდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ვახვახიშვილმა, და ხაზინადარმა ივანე პაატაშვილმა წინა წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში შეადგინეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ილია ჭავჭავაძის მამულიდან 157 მანეთი მოუგროვდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ილია ჭავჭავაძის მამულიდან დარჩენილი ჰქონდა წინა წლის ნაშთი, 284 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან არ არსებობდა ბიბლიოთეკის მმართველი სექცია, გამგეობას კი თელავის ხუთივე ბიბლიოთეკის მეთვალყურეობა სახსრების უქონლობის გამო არ შეეძლო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებამ წინა წელს კერძო პირებისგან შემოწირულობა, 210 მანეთი, მიიღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წინა წელს თელავის განყოფილებამ ორი სეინობა გამართა, 29 ივნისსა და 20 ივლისს, საიდანაც 876 მან. და 62 კაპ. ჰქონდათ დარჩენილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მან თელავის განყოფილების წინა წლის მოქმედების სრული რევიზია ჩაატარა.