რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანასთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს დაევალა ორი კვირის განმავლობაში ტექნიკური კომისიისათვის წარდგენა პროექტისა, რომელიც ეხებოდა ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე ხიდის აგებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფოთში ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა ნებართვა ითხოვა, ფოთის პორტის ტერიტორიაზე მდებარე სხვადსხვა ქონების სარეალიზაციოდ. ჟურულის გათვლით, აღებული ფულით ხიდის ასაშენებლად საჭირო თანხის ნახევარი დაიფარებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით ფოთის ხიდის მშენებლობისთვის აღებული კრედიტი უნდა გადაეცათ ქალაქის თვითმართველობისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით ფოთის ხიდის სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელის კანდიდატურა ფინანსთა მინისტრს უნდა დაემტკიცებინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით ფოთის ხიდის მშენებლობის საქმე თავის თავზე უნდა აეღო ქალაქის თვითმართველობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით დაადგინეს სახელმწიფო მონოპოლია თუთუნზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით დადგენილ იქნა 10 000 რუბლის განსხვავებული ფერის კუპიურების გამოშვება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით დადგენილ იქნა ჩაის აქციზის კანონპროექტის მიღება და მისი წარდგენა ეროვნულ საბჭოში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით თბილისის, ბათუმისა და სოხუმის შემნახველი სალაროების პერსონალისთვის ხელფასების მომატების პროექტი უნდა განხილულიყო შრომის სამინისტროში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დაამტკიცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის პროექტები საკანცელარიო ნივთებისა და საწყობში შესანახი საქონლის გადასახადების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით დადგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროსათვის 10 მილიონიანი ფონდიდან 300 ათასიანი კრედიტის გაცემა სააქციზო უწყების მომსახურეთა ხელფასებით უზრუნველსაყოფად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით დაადგინეს ფინანსთა სამინისტროსათვის 10-მილიონიანი ფონდიდან 30 133 რუბლის გამოყოფა გაუქმებულ საბაჟოთა ყოფილი თანამშრომლებისთვის დასარიგებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით გერმანული ვალუტის კონვერტაციისათვის სახელმწიფო ბანკში გადადებულ იქნა 200 ათასი რუბლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით დადგენილ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილისათვის განსაკარგავად 100 ათასი რუბლის კრედიტის გახსნა. ეს თანხა საქალაქთაშორისო სატელეფონო ხაზების მოწყობას მოხმარდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის წინადადებით ამიერკავკასიის სატელეგრაფო სააგენტოს საქართველოს სატელეგრაფო სააგენტო დაერქმეოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ანტონის ძე ფალავანდიშვილის პატარა თამარაშენსა და ოქონაში მდებარე 89. 5 დესეტინა სახნავ-სათეს მიწასა და საძოვარ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია სოლომონის ასულ ბარნაბოვის გორის მაზრაში მდებარე 19 დესეტინა სახნავ-სათეს მიწას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ უარყო მარიამ ლუაშვილის თხოვნა და არ შეუმცირა მას ადგილის იჯარის ფასი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივლისს თბილისში სტუმრად მყოფი იტალიის სამთო უწყების მრჩეველი ფრანსუა როდრიგერი და სამთო ინჟინერი ფლავიო როდრიგე სამთამადნო სამმართველოს უფროსს, ინჟინერ იოსებ ყიფშიძეს შეხვდნენ. ისინი საქართველოს სპილენძის, ქვანახშირისა და ნავთობის საბადოებით იყვნენ დაინტერესებულნი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით, თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: ი. გ. ჯივანიანცი, ა. ს. აგაჯანიანცი, ს. ზ. ხანკალამოვი, ტ. გ. ტერ-გევონძიანცი, დ. ზ. გულულოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისს ხარლამპი სავანელმა სცენისმოყვარეთა დახმარებით ვასილიევის ბაღში ა. ცაგარლის კომედია „ბაიყუში“ და რ. ერისთავის ვოდევილი „პარიკმახერისას“ წარმოადგინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივლისს ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის დამხმარე საზოგადოების წევრ ბარბარე თარხნიშვილის ორგანიზატორობით წარმოდგენა გაიმართა, საიდანაც მიღებული თანხა ბოქაულ გვარამაძეს გადასცეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ჩუდეცკიმ ბაქოს სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა მიიღო. გეგეჭკორმა ლოიდ ჯორჯს საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა და ამიერკავკასიის პოლიტიკური გარემოებები გააცნო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე რატიშვილმა.

