რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 იანვარს ყარსის საკრებულოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად ქართული საღამო უნდა გამართულიყო. ამ საღამოსთვის იდგმებოდა ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.“
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად ვასილ ლევიჩკოსგან ხუთი თუმანი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად გრიგორი გოლოცინისგან 1000 მანეთი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკას 904 მანეთი შესწირეს, დაიხარჯა – 768 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ახალი წიგნი „ყვავილთა შორის” იბეჭდებოდა, რომელიც სალომე შუბათელმა თარგმნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ქალაქის გლეხთა არჩევნები უკანონოდ მიიჩნია და გასცა ბრძანება არჩევნების თავიდან დანიშვნის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრში საიუბილეო წარმოდგენა „სამზადისი” იმართებოდა. იმ წარმოდგენის გამგე მარიამ ზაქარიას ასული ერისთავი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკავში წიგნთსაცავისა და სამკითხველოს დაარსებას აპირებდნენ. სამკითხველო ივანე მესხიევის წიგნების მაღაზიაში უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, თბილისის საბაღოსნო სკოლის გამგეს, კრავჩენკოს შეგირდებისთვის გალობის სწავლება და შაბათობით სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა გადაეწყვიტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის საბაღოსნო სკოლის შეგირდები კმაყოფილები იყვნენ ახლად დანიშნული სკოლის გამგის, კრავჩენკოს საქმიანობით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სპირიდონ ვაწაძეს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაკარ ჯამბაკურ-ორბელიანს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოლომონ მახვილაძეს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ირაკლი ვეზირიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მუსხელიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ლაკირბაიას წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ზედგინიძეს წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილმა კახეთში 192 გვერდიან ხელნაწერს „ცხოვრება და მოქალაქეობა წმინდისა მამისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატისი, მღვდელთ მოძღვრისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკის სიკილისაი, რომელი აღწერა ევაგრე ეპოსკოპოსმან, მოწაფემან მისმან” მიაკვლია. ეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი იყო, რადგან წმინდა ბაგრატის ასეთი ვრცელი აღწერა არც ბერძნულ სასულიერო მწერლობაში გვხვდებოდა და არც რუსულში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პანცერისა და გლუხოვსკის საწყობში საახალწლოდ მსუბუქი საკერავი მანქანები იყიდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბერს გურიაში, დაბა ხიდისთავში, ხიდისთავის უფასო სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად ვალერიან გუნიას დრამა „და-ძმა” დაიდგა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 დეკემბერს ქართულ თეატრში იდგმებოდა პიესა „კრიჟანგი”, რომელშიც მონაწილეობდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი და გამყრელიძისა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ვლადიმერ ლესევიჩი, რომელსაც ლექციები „საარტისტო საზოგადოების” დარბაზში უნდა წაეკითხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ხელოსანთა მოურავის არჩევნები უნდა გამართულიყო. კანდიდატთა შორის იყო იორამ მხეიძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ხელოსანთა მოურავის არჩევნები უნდა გამართულიყო. კანდიდატთა შორის იყო ანდრია ივანეს ძე კაპანაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 დეკემბერს პოლიციის უფროსმა ზედამხედველმა ა. გ. ჯაბადარმა ქალაქის თვითმართველობას მიმართა და ითხოვა, რომ სოფლებიდან ჩამოტანილი სანოვაგის ერთბაშად ყიდვა და მისი ძვირად გაყიდვა აკრძალულიყო.

