რეგისტრირებული ფაქტები18685
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ ალაგირში მცხოვრები საზოგადოების რწმუნებულების: პეტრე მეტრეველისა და ანდრია კალანდარიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ალაგირის სკოლისთვის დაენიშნა შემწეობა თვეში 10-დან 20 მანეთამდე. გამგეობამ სკოლას შემწეობად 15 მანეთი დაუნიშნა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 1688 მანეთი და 47 კაპიკი იყო, ხოლო გასავალი – 642 მანეთი და 74 კაპიკი. წლის განმავლობაში გაიმართა თორმეტი სხდომა და ექვსი საქმე განიხილეს. ხელს აწერს ხაზინადარი ლუკა გიორგის ძე ხარაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, უნდა გაერკვიათ სასურველი იყო თუ არა საგურამოს მამულის სხვისთვის გადაცემა, რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა ეს საზოგადოებისთვის და შემდეგ ემსჯელათ ილიასეული სახლ-კარის დამთვალიერებელი ახალი კომისიის შექმნაზე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აკაკი ფაღავას თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სტიპენდია ეძლეოდა 4 წლის განმავლობაში და იმ წელს სწავლაც უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ბერძნული ენის უცოდინრობის გამო ერთი წელიწადი დაუკარგავს. გამგეობამ ა. ფაღავას თხოვნაზე უარი განუცხადა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ვლადიმერ ორჯონიკიძის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სწავლა იმ წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ დაუსრულებია. გამგეობამ ვ. ორჯონიკიძეს თხოვნაზე უარი განუცხადა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ უპირველესად უნდა გაერკვიათ, საგურამოს მამულის დამთვალიერებელ კომისიას სამეურნეო გეგმის შემუშავება ევალებოდა, მამულის გადაცემის საკითხი თუ კიდევ სხვა რამე და შემდეგ ემსჯელათ ილიასეული სახლ-კარის ახალი კომისიისთვის გადაცემის საკითხზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადო კრებას საგურამოს მამულის მოსაწესრიგებლად საჭიროდ მიაჩნდა მისი შესწავლა და დადგენა, როგორი ნიადაგი იყო იქ, რა უნდა გაეშენებინათ, თანხა რამდენი დასჭირდებოდა მიწის დამუშავებას და მთლიანად მამულის გაშენებას.
1907
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1907 წლის 9 დეკემბერს საზოგადო კრებამ აირჩია კომისია ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ რცხილაძისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის შემადგენლობით, რომელთაც საზოგადოებასთან ერთად უნდა ემუშავათ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის საქმეზე. კომისიამ გამგეობასთან ერთად დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა-მუზეუმი დროებით დარჩენილიყო ისევ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში და არ გადასცემოდა საისტორიო საზოგადოებას.