საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე და სვიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკი სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის გახსნაზე საპატიო სტუმრები იყვნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კრინიცკი, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი და სხვ. სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის გამოცდებს დაესწრნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რამიშვილმა ყველა რესურსი გამოიყენა, რათა სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება მიეცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 აპრილს ტროიცკი თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი თებერვლიდან ელენე მჭედლიშვილი თავისივე თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა კავკასიის მთავარ სამმართველოში განცხადება შეიტანა ახალი გაზეთის გამოცემის თაობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძეს უფლება მისცეს სამეურნეო გაზეთი დაებეჭდა, თუმცა დროებით გადაიდო ეს საქმე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოფიცერი ე. ა. შენინგი კავკასიის სამხედრო სასამართლომ გაამართლა, რის გამოც პროკურორის თანაშემწემ მის წინააღმდეგ თავიდან შეიტანა საჩივარი მთავარ სამხედრო სასამართლოში და თუკი საჩივარს შეიწყნარებდნენ, სასამართლოს მეოთხედ მოუწევდა შენინგის საქმის განხილვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საქალაქო გამგეობის წევრი იზმაილოვი პეტერბურგიდან დაბრუნდა. იგი სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად იყო გაგზავნილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნობელმა მთავრობას სთხოვა ნავთის გამყვანი მილი გაეკეთებინათ სურამის უღელტეხილზე, რაზეც გზათა სამინისტრომ უარი განუცხადა და უპასუხა, რომ უმჯობესი იყო მილი ამიერკავკასიის რკინიგზის საზოგადოებას გაეყვანა, რადგან მათი გაყვანილი სანავთო მილი ყველა ნავთის მწარმოებელი კომპანიისთვის იქნებოდა სასარგებლო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვირუბოვმა ივანე მაჩაბლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. იგი ირწმუნებოდა, რომ გაზეთ „დროების“ N 140-ში დაბეჭდილ ფელეტონში მას შეურაცხყოფა მიაყენება ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ს. გონჩაროვი ვირუბოვისა და ივანე გიორგის ძე მაჩაბლის დავის საქმეს ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შეურაცხყოფის შესახებ ვირუბოვისა და ივანე გიორგის ძე მაჩაბლის დავის საქმეს ს. ს. გონჩაროვთან ერთად მიხეილ თეოდორეს ძე მიხაილოვი და ბულატნიკოვი განიხილავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ქალაქის გამგეობის წევრმა მ. ი. თამამშოვმა საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელს სასამართლოზე არ ჰყავდა დამცველი, მან თავის გასამართლებელი სიტყვა წარმოთქვა და რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვირუბოვის შეურაცხყოფა არ იგულისხმებოდა გაზეთ „დროებაში“. მაჩაბელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალამბეგოვსა და ნიკოლოზ დიასამიძეს კოვალენკოს სახლის მშენებლობის დროს უყურადღებობას აბრალებდნენ, რის გამოც ძველი კედელი ჩამოინგრა და ოჰანეზოვის სიცოცხლე შეიწირა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბობრიშჩევი-პუშკინი მედვედოვსკის ადვოკატი იყო. იგი რუსეთიდან ჩამოვიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბერს 35 წელი, რაც თბილისში საოპერო წარმოდგენები დაიწყეს. 1851 წლის 9 ოქტომბერს პირველად დადგეს ოპერა „ლუჩია-ლამერმური“. ამ თარიღის აღსანიშნავად ივანე იაგორის ძე ფითოევის დასი სხვადასხვა ოპერას წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილის აღსანიშნავად ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ამავე კომედიის მე-2 და მე-3 მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. მ. მძინაროვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, მძინაროვი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ადოლფის ძე ფინი გაძარცვეს და 80 მანეთის ღირებულების 4 ვერცხლის საათი მოპარეს. ძარცვაში ბრალდებული ნიკოლოზ ნიკოლსკი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ვოდევილს „პარიკმახერისას“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის სამმოქმედებიან კომედიას „აღმზრდელებს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოების ახალი დასისთვის არტისტების მოსაწვევად ქუთაისში ჩავიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე დიმიტრის ძე ყიფიანს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე სიმონის ძე მესხსა და ეფემია სიმონის ასულ მესხს მოელაპარაკა.