რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა სტეფანე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლიდან მისი მუშაობის პერიოდში სოფელ მარტვილის სასწავლებელს არავითარი წიგნები და სასწავლო ნივთები მიუღია ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელი სტეფანე დავითის ძე გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ მარტვილის სკოლისთვის უფრო საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედაენა“ − 48, „ბუნების კარი“ − 18, „საყმაწვილო კონა“ − 9, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“ (ნათარგმნი რუსულიდან ქართულად) − 22, წერის დედანი − 50, საყმაწვილო ლექსები − 20, დაფა − 30, გრიფელი − 50, კალმისტარი − 23, სახაზავი − 5, რვეულები − 70, ცხოველების ნახატი სახატავად − 12, „როდნოე სლოვო“ – 15 II ნაწილი, რუსული ენის ახალგამოცემული სახელმძღვანელო, შედგენილი კალანდარიშვილის მიერ − 50. ცარცი, ევტუშევსკის „არითმეტიკის ამოცანები“ ქართულად ნათარგმნი, ორივე ნაწილი − 22, გეოგრაფია (ქართული) – 10, ფანქრები − 45.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს ვაქირ-ანაგის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელმა დავით ბაზიეროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წელს მხოლოდ ერთხელ მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები, წიგნები საკითხავად უფასოდ დაურიგა როგორც ღარიბ მოსწავლეებს, ასევე შეძლებულებს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 25 ნოემბერს მასწავლებელი ბ. ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ პერევისის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედაენა“, დახაზული დაფები − 6-6 ეგზემპლარი, ასევე დახაზული ქართული და რუსული რვეულები − 13-13 ეგზემპლარი (ყველასთვის).
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფელ დიმის სკოლის მასწავლებელი ერმოლაოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ მათგან შემოწირული წიგნები მოახმარეს სკოლას, ღარიბ და ბეჯით მოსწავლეებს დაურიგდათ უფასოდ, ხოლო დანარჩენებს− დროებით საკითხავად.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს მასწავლებელი ერმალოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ დიმის სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: რამდენიმე ეგზემპლარი „ბუნების კარი“, კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი“, სკოლის რუკები, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“, „ლოცვანი“ და სხვა ქართული საკითხავი წიგნები, აგრეთვე ესაჭიროებოდათ ყველანაირი სასწავლო ნივთები: ფანქრები, კალმები, გრიფელები, სახაზავები, მელანი და სხვა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს ლანჩხუთის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგი სპირიდონ კვირკველია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სჭირდებოდათ „დედაენა“ 29 ეგზემპლარი, დედანი − 40, „ბუნების კარი“ − 7, ასპიდის ფიცარი − 24, ფანქარი − 49, გრიფილი − 58 ცალი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა სამსონ მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის 5 თებერვალს სოფელ ჭაგნის სკოლისთვის მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა უფასოდ ღარიბ მოსწავლეებს.

