რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბრიდან ძმების ნიკიტინების ცირკმა წარმოდგენების გამართვა დაიწყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩს შიოევის სახლის გაკეთებაზე დახარჯული თანხის ანგარიში წარუდგინეს. სახლი თბილისის საარტისტო წრისთვის გადაკეთდა, რომლისთვისაც 45 000 მანეთი ჰქონდა ქალაქის გამგეობას გადადებული, თუმცა 50 000 მანეთი დაიხარჯა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბერს იაგორ ფედოტოვმა დარიკო ზაალის ასულ ჯავროვს ნაქსოვი ბალიში და 125 მანეთის ღირებულების ნივთები მოპარა, რისთვისაც იგი დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბერს გრიგოლ ისკანდაროვი გაძარცვეს და წაიღეს 320 მანეთის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ნივთები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ზორიევმა ყავახანიდან 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი მოიპარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 დეკემბერს გაბო გოჩიშვილმა ნატო ადამოვს 478 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი მოჰპარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო ადამოვი სენაკში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბო გოჩიშვილი გორის მაზრის სოფელ დოღლაურში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდათ 181 185 მანეთი და 96 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ პეტრეს ასულ პასკევიჩს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 29 368 მანეთი და 26 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფემია რომანოზის ასულ პატკანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 7648 მანეთი და 77 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ გრიგოლის ძე მირზახანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 6163 მანეთი და 74 კაპიკი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ნოემბერს ოლქის სასამართლოში განიხილეს კ. პლიუშჩევსკისა და კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონის საქმე. მუხრანბატონის ვექილმა, ირაკლი ალექსანდრეს ძე გუნცაძემ განაცხადა, რომ პლიუშჩევსკის მიერ წარდგენილი საბუთები ყალბი იყო და ითხოვა, საქმე გამომძიებელს გადასცემოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ნოემბერში თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ქალაქის გამგეობას აცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის თვითმმართველობას ქალაქის წიგნსაცავის გახსნის ნება დართო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით მადლობა გადაუხადეს ლუდმილა თეიმურაზის ასულ ჩახავას და თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიას, რომლებმაც მარტვილის უფასო სამკითხველოს თანხა შესწირეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიამ ოდესის სტუდენტების დასახმარებლად თანხა გაიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში დანიშნული იყო ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისი. უნდა წარმოედგინათ კომედია „ჩემს ცოლს ვეყრები”.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 ნოემბერს დილის მატარებლით თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი თბილისიდან ბორჯომში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსს თანაშემწის, კოვალსკისთვის კახეთის გზაზე გლდანის, ცხვარიჭამიისა და საბადურის ფოსტის სადგურების დათვალიერება დაუვალებია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” ცნობით, ექვთიმე ელიაშვილმა სახაზინო პალატის ახლად გადაკეთებულ შენობაში პარაკლისი გადაიხადა და შენობა აკურთხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ნოემბერს „ცნობის ფურცლის” მეშვეობით სტუდენტი ი. მუმლაძე მადლობას უხდიდა ე. პ. კვიცარიძეს, დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას, გ. ი. ჩხიკვაძეს, კ. ხ. ცქიფურიშვილსა და ივანე ჟოჟიკაშვილს იმის გამო, რომ მათ ი. მუმლაძეს უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში არქიმანდრიტმა ბენიამენმა სასულიერო სემინარიის ეკლესია აკურთხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 ნოემბერს, გიგო თოიძის ცნობით, დაღესტანში ქართული სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ნოემბერს გიგო თოიძე „ცნობის ფურცელში” წერს, რომ დაღესტანში ქართული სალიტერატურო საღამოების მოწყობა იგეგმებოდა. პირველი სალიტერატურო საღამოს თემა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებს გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ აუწყებდა და დახმარებას სთხოვდა. თევდორე ჟორდანიას თქმით, მისი სკოლების შეგირდები სიღარიბის გამო წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების ყიდვას ვერ ახერხებდნენ.

