რეგისტრირებული ფაქტები19321
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მეექვსე ოლქის ხელმძღვანელმა დეკანოზ მიხეილ მახათაძემ სთხოვა სამისიონერო საბჭოს ყალამშაში სკოლის გახსნა. პასუხად საბჭომ გამგეობას სთხოვა გაეხსნათ სკოლა ყალამშაში საზოგადოების ხარჯებით.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა შილდის ბიბლიოთეკის გამგე დავით ვახვახიშვილმა, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ დ. ვახვახიშვილის თხოვნა შეატყობინა თელავის განყოფილებას და ასევე სთხოვა გამგეობისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია შილდის ბიბლიოთეკის მდგომარეობის შესახებ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა შიო დედაბრიშვილმა ძველი კრედიტორების შესახებ. გამგეობამ შიო დედაბრიშვილის მოხსენების თანახმად დაადგინა, რომ 4953.93 მანეთი, რომელიც ეკუთვნოდა სხვადასხვა პირს გაყიდული წიგნების ფასად და ამ დრომდე არავის მოუთხოვია ჩაეთვალათ საზოგადოების საკუთრებაში.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ წინასწარ მიეცათ მისთვის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დახმარება, სულ 15 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის, მიხეილ გაჩეჩილაძის, კონსტანტინე თუმანიშვილის, ვასილ გადილიას, ზაქარია ჭიჭინაძსა და იოსებ მერკვილაძის თხოვნა, გამგეობას მოეწყო წიგნით მოვაჭრეებისა და გამომცემლების კრება. გამგეობამ კრების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართავს, რომ მუზეუმისთვის შესყიდული მიწა საზოგადოებამ თავის სახელზე დროულად გადაიფორმოს, რათა უკვე მოგვარებული საქმე არ ჩაიშალოს.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ მუზეუმისთვის ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე ადგილი აირჩია. მიწის თორმეტი მეთოთხმეტედი ნაწილი წილოსანის ქვრივს ეკუთვნოდა, ერთი მეთოთხმეტედი – ცისკარაშვილის ქვრივს, ხოლო ერთი მეთოთხმეტედი კი – მალინოვსკის ქვრივს. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ გომარეთის სკოლაში სამი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 58 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლას გააჩნდა საკუთარი შენობა, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა. გამგეობამ სკოლის მამასახლისს მისწერა, რომ საზოგადოებას სასარგებლოდ მიაჩნდა სკოლაში მეორე მასწავლებლის მოწვევა და ასევე სკოლის 2 კლასიანად გადაკეთება, რათა სწავლის საქმე შედარებით კარგად წარმართულიყო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა საგურამოს მამულის 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და ასევე 1912 წლის მოსალოდნელი შემოსავალ-გასავლის ანგარიშიც. გამგეობამ ა. ყიფშიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გადამოწმება შიო დედაბრიშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობამ ი. მერკვილაძის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ჩხარის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე ნინო გოგოლაშვილმა, რომ დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ ყვარლის განყოფილებას სთხოვა გაეგზავნათ წიგნები ჩხარის ბიბლიოთეკისთვის, ხოლო თუ ვერ შეძლებდნენ წიგნების გაგზავნას, საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ცნობები ჩხარის ბიბლიოთეკის შესახებ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ედილაშვილის თხოვნა, მიეცათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის 1908 წლის დივიდენდიდან 200 მანეთი. გამგეობას ჯერ არ ჰქონდა 1908 წლის ანგარიში დამტკიცებული, ამიტომ ედილაშვილის თხოვნის განხილვა გადაიდო.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვარლამ ცაგურიას, ნესტორ დიდებულიძისა და სხვათა თხოვნა ხალხში გასავრცელებლად წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ 16 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები იმ პირობით გადაეცემოდათ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით არ იმუშავებდნენ.

