საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19321

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზემო ცხირის მოსახლეობის რწმუნებულის, მიხეილ ლაკირბაიას თხოვნა სოფლის სკოლის შენობის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო დახმარებაზე უარი თქვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ივანე გედევანის ძე გომართელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 17-დან 24 დეკემბრამდე საზოგადოებას 2278 მანეთი და 16 კაპიკი შეუვიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 17-დან 24 დეკემბრამდე საზოგადოებამ 1678 მანეთი და 56 კაპიკი გასცა, 550 მანეთი კი – ბანკში შეიტანა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფ. ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილი გაუგზავნა სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა შიო დედაბრიშვილმა საზოგადოების ძველი ვალების შესახებ, რომლის რეალიზაცია გამგეობამ 1911 წლის 20 დეკემბერს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს შალვა მიქელაძემ, არჩილ ჯაჯანაშვილმა და ლუარსაბ ბოცვაძემ 1911 წლის საზოგადოების ანგარიშის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არჩილ ჯორჯაძემ, რომ წინასწარ გადაეცათ 4 თვის პენსია, რადგან ავადმყოფობის გამო აპირებდა აგარაკზე წასვლას. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 25 აგვისტოს გამგეობას თხოვნით მიმართა ყალამშელმა მღვდელმა ნეოფიტე ომარაშვილმა, რომ არ დაეხურათ სოფელში მდებარე ერთადერთი სკოლა. გამგეობამ დაადგინა, რომ 5 მაისის დადგენილება სკოლის დახურვის შესახებ დაეტოვებინათ ძალაში.

1912

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 14 თებერვალს ბორჯომის განყოფილების საპატიო წევრმა ვლადიმერ ყიფიანმა განცხადება გააკეთა, რომ ბორჯომის განყოფილების საზოგადო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 29 მაისს ადგილი ჰქონდა არასათანადო წესდების შემოღებას, რომლის გამოც მთავარმა განყოფილებამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა ბორჯომის განყოფილებას. განმარტება გამგეობამ განიხილა 6 მარტს და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს წესდება, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები.

1908

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1908 წლის 12 ოქტომბერს საზოგადო კრების გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკა-მუზეუმი არ გადასცეს საისტორიო საზოგადოებას და ისევ წერა-კითხვის საზოგადოების მფლობელობაში დატოვეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: 1) საზოგადო კრების გადაწყვეტილებით მალევე უნდა დაეწყოთ მუზეუმის აშენების საქმე, 2) ამისათვის სამუზეუმო თანხას უნდა დამატებოდა შემდეგი თანხები: ილიასი, რაფიელ ერისთავის, სასტამბო და ძველი წიგნების ფონდისა, 3) აღნიშნული საქმე ჩაებარებინათ ცალკე კომისიისთვის, 4) კომისიაში უნდა აერჩიათ 3 წევრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან, 3 წევრი საისტორიო საზოგადოებიდან და 5 წევრი დაენიშნათ საზოგადო კრების არჩევით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1898 წელს საზოგადოებამ ჩაიბარა განსვენებული ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები, რის გამოც წიგნსაცავი ნამდვილ მუზეუმად გადაიქცა.

1900

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1900 წლის 4 ივნისს საზოგადო კრებაზე განიხილეს საკითხი წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის ცალკე შენობის აგების თაობაზე, თუმცა დაადგინეს, რომ ამ საქმის შესრულება წესდების შეუცვლელად არ შეიძლებოდა. ასე გაგრძელდა 1907 წლამდე. ამ დროის განმავლობაში კი სამუზეუმო თანხა თანდათან იზრდებოდა.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1909 წლის 20 დეკემბერს გამგეობამ დიდი მოხსენება წარუდგინა საზოგადო კრებას, რომლის თანახმადაც გამგეობას სურდა ბიბლიოთეკა-მუზეუმი გადაეტანათ ილიასეულ სახლში, რომელიც შესაფერისად უნდა გადაეკეთებინათ, მაგრამ შემდეგ გამგეობა დაეთანხმა სარევიზიო კომისიის მოხსენებას, რომ აეშენებინათ ცალკე სამუზეუმო სახლი, რომლის თანხასაც უნდა დამატებოდა ილიას სახელობის ფონდის თანხა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 აპრილს გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 200 მანეთი სთხოვა. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 19 ოქტომბერს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას უგზავნის წერილს ყაზბეგში სკოლის გახსნის აუცილებლობის მოთხოვნით. მთავარმა გამგეობამ ამისათვის 20 თუმანი გამოყო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი მთავარ გამგეობას სკოლაში მისული რევიზორის მიერ წესდების მთლიანად შეცვლისა და ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების მოთხოვნის თაობაზე ატყობინებს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ნოემბერში თბილისის მეორე სამკითხველოს ხარჯების გარეშე 52 მანეთი და 20 კაპიკი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ნოემბერში თბილისის პირველმა სამკითხველომ ხარჯების სახით 22 მანეთი და 55 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, თბილისის მეორე სამკითხველოს ნოემბერში ნაშთის სახით – 63.31, მკითხველთაგან – 3.25, საზოგადოების წევრებისგან კი 15 მანეთი ჰქონდა მიღებული. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, თბილისის მეორე სამკითხველომ ნოემბერში ხარჯების სახით 29 მანეთი და 36 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, თბილისის მეორე სამკითხველოს ნოემბერში 81 მანეთი და 56 კაპიკი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 თებერვალს გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძემ და რაჟდენ დიმიტრის ძე მიქაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მთავარ გამგეობას 105 მანეთისა და 50 კაპიკის პატიება სთხოვეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 აგვისტოს სოლომონ ნიკოს ძე წერეთელი და ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიისათვის 100 თუმნის კრედიტის გამოყოფას სთხოვენ.