რეგისტრირებული ფაქტები19809
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, მეჯვრისხევის სკოლისთვის საჭირო იყო: 15-15 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სახატავი რვეულები (დახაზული ნიმუშები), ჯუღელის ან უმიკაშვილის წერის დედანი, ლოცვანი, ლაზარე ტურიევის „საღმრთო ისტორია“ და „ლოცვების განმარტება“, 2 ეგზემპლარი ოლ. დიდებულიძის თარგმნილი „არითმეტიკული გამოცანები“.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის ნოემბრის ბოლოს კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატმა დავით რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად გამგეობისგან ამავე წლის აპრილის რიცხვებში მიღებული წიგნები მისცა სკოლის მოსწავლეებს და ასევე წიგნის მცოდნე სხვა პირებსაც გარკვეული ვადით და შემდეგ დაუბრუნებდნენ მას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, საწევრო გადასახადის სიმცირე არ იყო გარანტია იმისა, რომ საზოგადოების წევრები საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ. გორის, ბათუმის, ჭიათურისა და თბილისის სახალხო უნივერსიტეტებში საქმეს არავინ აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ 1 მანეთი იყო საწევრო გადასახადი. საქმის კეთების დროს მთავარი ადამიანების შეგნება იყო და არა მცირე საწევრო გადასახადი. სახალხო უნივერსიტეტის წევრებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონოდათ და საქმე გაეკეთებინათ.

