საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19321

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 აგვისტოს ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე თადეოზის ძე პაპავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 აგვისტოს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტმა გიორგი ბესარიონის ძე ჭოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აგვისტოს მიხეილ ჭიაურელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 აგვისტოს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ბიბლიოთეკაში 921 წიგნი ინახებოდა: ქართულენოვანი – 775, რუსულენოვანი – 146.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 აგვისტოს გახსნილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიაში სასწავლო წიგნებთან ერთად საკანცელარიო საქონელიც იყიდებოდა. საზოგადოების განყოფილების დახმარებით მაღაზიას შენობა და 310 მანეთი ჰქონდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 მარტს გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სამტრედიის განყოფილების გახსნა სთხოვა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913-14 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში სულ 147 მოსწავლე ირიცხებოდა. (ქალი – 48, ვაჟი – 99).

1913

ტიპი: ავტორობა

1913-14 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლის პირველ კლასში 51 მოსწავლე ირიცხებოდა, მეორეში – 44, მესამეში – 34, მეოთხეში – 18.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ გამგეობის განკარგულებით ის იმ პირობით გადაიყვანეს სენაკის სკოლაში სამუშაოდ, რომ ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 600 მანეთს, თუმცა სენაკის სკოლის ინსპექტორმა მას განუცხადა, რომ 450 მანეთი იქნებოდა მისი ანაზღაურება. წერეთელი გამგეობას სთხოვდა, საჭირო ზომები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა გაეცნო საზოგადოებისთვის რა წყაროდან შეიძლებოდა დაეფარათ სკოლის წლიური ხარჯი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე თომა მთავრიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილი თანახმა იყო, დაეთმო მისთვის წიგნები საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად იმავე ფასად, რა ფასიც მას უჯდებოდა. მთავრიშვილი გამგეობას სთხოვდა ნებართვას წიგნების ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება, რომ საზოგადოების კუთვნილი წიგნებიდან დაიკარგა „დედა ენა“ 415 ცალი და „ბუნების კარი“ 105 ცალი, ასევე მან ისაუბრა წიგნების დაკარგვის მიზეზებზეც. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა გამგეობას თხოვნით მიმართა, რომ მისთვის წინასწარ მიეცათ საგზაო ფული და 2 თვის ხელფასი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხაშმის სამრევლო სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილმა გამგეობას თხოვნით მიმართა, სახალხო ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ სკოლას გაუგზავნონ სასწავლო წიგნები, მათ შორის დედა ენა 30 ცალი, ლოცვანი 20 ცალი, მოსავლის მცველნი 16 ცალი, რაჟდენ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული 10 ცალი და სხვა ნივთები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე ლუკა რაზიკაშვილმა გამგეობას წარუდგინა თავისი ნაწერების გამოცემის პირობები. გამგეობა დაეთანხმა მის პირობებს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ნაცვლად მაშინდელი ადგილისა საზოგადოების კანცელარიისთვის, წიგნის მაღაზიისთვის, წიგნსაცავისთვის და როინაშვილის მიერ ნაანდერძევისთვის გამგეობას თავადაზნაურების ქარვასლაში უნდა დაექირავებინა ოთხი ნომერი. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხი განიხილებოდა მაშინ, როცა თავადაზნაურთა კომისია მოიწერებოდა პასუხს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ გამგეობას შეატყობინა, რომ წინა წელს მათი მინდობილობით დაესწრო თბილისში გამართულ პედაგოგიურ კურსებს, რისი ხარჯიც ნაწილობრივ გადასცა საეპარქიომ, ხოლო გამგეობას მისაცემი ჰქონდა 25 მანეთი. გამგეობამ პედაგოგ ბოცვაძეს გაუგზავნა დარჩენილი თანხა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ როინაშვილმა, რომ გადაეხადათ მისი სწავლის საფასური, წელიწადში 125 მანეთი, რომელსაც განსვენებული ალექსანდრე როინაშვილი უხდიდა მას. აღნიშნულ თხოვნაზე გამგეობამ განაცხადა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევის მიიღების შემდეგ განიხილავდნენ ვასილ როინაშვილის თხოვნას.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა პოლიევქტოს კარბელაშვილმა, რომ საზოგადოების წიგნსაცავიდან გადაეცათ მისთვის ხელნაწერები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ, რომ მის მაგივრად მისი ძმის, გიორგი აგლაძისთვის წინასწარ გაეგზავნათ ნოემბრის ჯამაგირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა აღმზრდელმა ტ. წერეთელმა, რომ გადაეცათ მისთვის ნამსახურების მოწმობა. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ევტიხი მამინაიშვილმა, რომ როკას კოშკის და ყორნისის სკოლებისთვის უფასოდ დაეთმოთ ათ-ათი ცალი დედა ენა და ორმოც-ორმოცი ცალი ქართული რვეული. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ სვირის სასწავლებლის გამგე აღათონიკე გეგეშიძემ, რომ გაეგზავნათ წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისთვის. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა, რომ გადაეცათ მისთვის იანვრისა და თებერვლის ხელფასი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.