საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს იაგორ ქიმერიძემ, გიორგი პაქსაშვილმა, ილარიონ საბახტარაშვილმა და პოლიქრონიონ ტოლმირიდმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს დავით ქიტიაშვილმა, ვლადიმერ ყიფიანმა და იასონ ჩიხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს ილია შუბლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სოფელ დვირის სკოლისთვის „დედაენისა“ და ქართულ-რუსული რვეულების გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს კონსტანტინე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, პოლიევქტო კიკალიშვილისთვის ხონის სამკითხველოს სასარგებლოდ ფულის შეგროვების ნება მიეცათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 იანვარს ივანე ლუარსაბიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ფულადი დახმარება სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 იანვარს ლავრენტი დავითის ძე აღლაძის ქვრივმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 იანვარს აკაკი როსტომის ძე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აპრილის, მაისისა და ივნისის პენსია – 300 მანეთი სთხოვა. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი მუსხელიშვილს მისწერა გადაეცა საზოგადოებისთვის ელენე მუსხელიშვილის მიერ შეწირული 60 თუმანი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის რუსულენოვანი წიგნები შეეწირათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს ბაგრატ ბეთანელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლის დაფინანსება სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს თევდორე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ჯამაგირის მიღებამდე მისთვის 10 თუმანი ესესხებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს რაფიელ ისარლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, პარიზის მსოფლიო გამოფენაზე წაღებული ქართული წიგნები საზოგადოებისთვის შეეწირა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ორივე საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ერთად მოთავსებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება რაც შეიძლება მოკლე დროში ეცნობებინა. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ნაფიცმა ვექილმა, იასონ ლორთქიფანიძემ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კავკავიდან შეატყობინა, რომ ადგილობრივი არაქართველი მოსახლეობა ილია ჭავჭავაძეს თითქმის არ იცნობდა, ამიტომ იმავე წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილი ილიას საღამოს ორგანიზატორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რუსული განყოფილების გამართვა, რისთვისაც ლორთქიფანიძე საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ილიას თხორჟევსკისეული თარგმანებისა და გაზეთ „ზაკავკაზიეს“ იმ ნომრის გაგზავნას, რომელშიც „გლახის ნაამბობის“ დასაწყისი იყო დაბეჭდილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლა დაიწყო 5 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდა 20 მაისს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოიწონეს ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელი და სთხოვეს მას საზოგადოებისთვის გადაეცა ავეჯის მოდელის ღირებულებისა და გამოგზავნის ხარჯების ანგარიში, რათა ხარჯი აენაზღაურებინათ მისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება გორის სამასწავლებლო სემინარიაში ვერ გააგზავნიდა სტიპენდიატებს, რაც სემინარიის დირექტორისთვის უნდა ეცნობებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლის მასწავლებლის პასუხი სკოლის მდგომარეობის შესახებ. მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლას ჰქონდა პანსიონი, სადაც ათი პანსიონერი სწავლობდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მუზეუმის შენობის აგება დაგვიანდა. სამუზეუმო ნივთები სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ ოთახში იყო მოთავსებული, უნდა დაელაგებინათ და ისევ იმავე ოთახში განეთავსებინათ. საჭირო იყო ოთახის გარემონტება და ვიტრინების გაკეთება. მისი აზრით, გამგეობას უნდა აერჩია სამუზეუმო კომისია, რომელიც ამ საქმეს უხელმძღვანელებდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 250 კვადრატული საჟენი იყო, ვერ განხორციელდა საზოგადოების მუზეუმთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც განსვენებულმა დავით სარაჯიშვილმა თავის არქიტექტორს ბერლინში შეადგენინა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სიმონ კლდიაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, თუ სამუზეუმო კომისია ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარე ადგილს საზოგადოების მუზეუმისთვის შეიძენდა, საჭირო იყო მოსაზღვრე ვაჭრის მიწის სახლიანად შეძენაც, რომელსაც ის 40 000 მანეთად აფასებდა. მიწის სიძვირისა და სიმცირის გამო სამუზეუმო კომისიამ ამ გეგმაზე უარი თქვა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და ალ. პ. სარაჯიშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მიმართა, მესამედ გამოეცათ აკაკი წერეთლის ნათარგმნი ი. კრილოვის არაკები. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე განიხილეს სვიმონ ჭუმბურიძის თხოვნა, რომ გაეგზავნათ მისთვის რუსულ-ქართული ლექსიკონი ოსმალეთში, რომლის საფასურის გადახდასაც მხოლოდ ფრანგული ფულით მოახერხებდა, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.