საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19729

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის პირველ აპრილს სენაკის სკოლის გამგე პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მასწავლებლების ხელფასებისთვის სესხი – 500 მანეთი სთხოვა სამი თვით. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის პირველ აპრილს იროდიონ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მას 50 მანეთი გადასცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის პირველ აპრილს საქმისმწარმოებელმა იოსებ რაზმაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 30 მანეთი სთხოვა. საზოგადოებამ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 იანვარს იასონ მათეს ძე კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნები სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის პირველ აპრილს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის საფლავის ძეგლის ასაგები ფულის შენახვა სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი განვლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოს სკოლაში პრაქტიკულ გეოგრაფიას არ ასწავლიდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 დეკემბერს ანტონ რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სურებში სამკითხველოს გახსნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა კატალოგი ორ ეგზემპლარად უნდა ეწარმოებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 დეკემბერს არჩილ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნსაცავში სამეცადინო ოთახის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 დეკემბერს ეპიფანე ჩხაიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ლანჩხუთის სკოლისთვის ფანქრებისა და რვეულების უფასოდ გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში გრიგოლ ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი წიგნის „Периодическая печать Кавказа“ შეძენის თხოვნით მიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა ვადით შენახული ფულის ბანკის ბილეთები და სახელმწიფო ბანკის პროცენტიანი ქაღალდების მოწმობები. მისი აზრით, შეუძლებელი და მოუხერხებელი იყო სარევიზიო კომისიას ბანკებში ევლო და ბილეთების ავთენტურობა შეემოწმებინა. ასევე სკოლების რევიზია გაეკეთებინა. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობის გარეშე ბანკის გამგეობა ბილეთების შემოწმების უფლებას არავის მისცემდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა გამგეობის საქმიანობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება სკოლებს სჭირდებოდა. სკოლებში კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეების რიცხვი მცირე იყო, მიზეზად კი გამოცდილი, მომზადებული და გლეხის მეგობარი მასწავლებლების არარსებობა დაასახელა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობის თითოეული წევრი პატივსაცემი პირი იყო, მაგრამ საზოგადოების საქმეებისთვის ყველას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რადგან საკუთარი საქმეებით იყვნენ დაკავებულები. გამგეობის წევრების მოუცლელობა კი აზიანებდა საზოგადოებას. ამიტომ, ვისაც დრო ჰქონდა მას უნდა აეღო ისეთი მძიმე საქმე და საპატიო მოვალეობა, როგორიც ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრობა იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ეკატერინე თევდორეს ასულმა ასათიანისამ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში დაუშვებელი იყო საღვთო სჯულის რუსულ ენაზე სწავლება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 11 იანვრიდან 17 იანვრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელმა დავით ლორთქიფანიძემ, რომ პირადი მიზეზების გამო არ შეუძლია სენაკის სკოლაში მასწავლებლად გადასვლა. გამგეობამ დავით ლორთქიფანიძის თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მესამედ უნდა გამოეცათ აკაკი წერეთლის ნათარგმნი კრილოვის არაკები. გამგეობამ გამოცემისთვის სურათების შერჩევა იაკობ გოგებაშვილსა და დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტს გამართულ სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს წინაშე კვლავ აღეძრათ შუამდგომლობა ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად 50000 მანეთის გადადების შესახებ. სამუზეუმო ადგილი ბანკში იყო დაგირავებული და აღნიშნული თანხა მის გასასტუმრებლად სჭირდებოდათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1910 წელს მისი შუამდგომლობით მაშინდელმა გუბერნატორმა ნება დართო ერთი წლის განმავლობაში ქართული მუზეუმის ასაშენებლად თბილისის გუბერნიაში თანხა შეეგროვებინა, მაგრამ საზოგადოებამ ამ ნებართვით მაშინ ვერ ისარგებლა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ საქალაქო გამგეობაში შეეტანათ თხოვნა, რათა მუზეუმის შენობის ასაშენებელი ადგილი საქალაქო გადასახადისგან გაეთავისუფლებინათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, მუზეუმის შენების დაწყებამდე ნაყიდი ადგილი გაექირავებინათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ქართველ მემამულეთა კომიტეტმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ 1900 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ითხოვდა, გამგეობას დაეთმო მათთვის ყველა საუკეთესო გამოცემა ქართულ ენაზე, რაც კი წიგნსაცავში მოეპოვებოდათ, ასევე როინაშვილის მიერ ნაანდერძევი ფოტოკოლექციებიდან სხვადასხვა ფოტო წარწერებითურთ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა 4-15 თებერვლის ხელფასს – 10 მან. 42 კაპ., რომელსაც დირექცია არ აძლევდა იმის გამო, რომ მასწავლებლად 15 თებერვლიდან დაამტკიცეს.