რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა სკოლისთვის ვასილ კარბელაშვილის ნოტების (1 ცალი), გიორგი იოსელიანის „საღვთო ისტორიისა“ და არითმეტიკული ამოცანების (15-15 ცალი) გაგზავნას. მოთხოვნილი წიგნების ღირებულება იყო 17 მან. 65 კაპ.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუკა რაზიკაშვილმა, რომ კიდევ 3 თუმანი მიეცათ იმ ნაწერების ანგარიშში, რომელიც საზოგადოებას დაუთმო. თუმცა გამგეობამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან აღნიშნული ჩანაწერების საფასური 85 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდათ მწერლისთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ შეექმნათ კომისია, რომელიც ბუნდოვანი სურათების საშუალებით გამართავდა ლექციებს, სახალხო კითხვებსა და საუბრებს. უმეტესად, სამეურნეო დარგის შესახებ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ბიბლიოთეკა კონკრეტული სოფლის, რაიონის თუ ქალაქის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით იმ შემთხვევაში გაეხსნათ თუ იგი გამგეობას ბიბლიოთეკის შენობისა და გამგის ხელფასით უზრუნველყოფის გარანტიას მისცემდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოც წუთზე. მისი გაგრძელება კი დაინიშნა კვირა დღეს, 30 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებამ ვერც ერთი წიგნი ვერ დაბეჭდა. გამგეობას განზრახული ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა, ამ საქმისთვის ათი თუმანი გადადებული იყო, თუმცა წიგნის ბეჭდვა ძვირი ჯდებოდა და მისი გამოცემა ვერ მოხერხდა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, ლუარსაბ ბოცვაძე არ გადაეყვანათ სხვა სკოლაში მასწავლებლად. ასევე განიხილეს ლ. ბოცვაძის წერილი, რომ თუ ნებას დართავდნენ, ის თანახმა იყო მუშაობა კავკავის სკოლაში გაეგრძელებინა. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი ნიმუში იყო და ასეთი ღირსების სურათები არც ერთი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერში არ მოიპოვებოდა. ხელნაწერს ერთი სურათიც რომ დაკლებოდა დიდი დანაკლისი იქნებოდა, ხოლო ათი სურათის დაკარგვის შემთხვევაში ის თავის მნიშვნელობას დაკარგავდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად წერა-კითხვის საზოგადოებამ მას 32000 მანეთი, ხოლო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარემ 5000 მანეთი გადასცა. იქვე უთითებს ანგარიშს თუ რისთვის და რამდენი დახარჯა აღნიშნული თანხიდან.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს სამუზეუმო სექციის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში გადასატანად საჭირო იყო წიგნების კარადების გადაკეთება, დურგალი კი ამ ყველაფრისთვის ჩვიდმეტ თუმანს თხოულობდა. ასევე დერეფნის კედელი უნდა დაეხშოთ და აგურის კედელი გაეკეთებინათ. აღნიშნული საქმისთვის სულ 238 მანეთი იყო საჭირო.

