საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19729

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს „კოკორის“ მე-12 გამოცემაში მისცა 240 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ელისაბედ როინაშვილისთვის ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილის აღსაზრდელად მიეცათ ნოემბრის თანხა – 20 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში კიევისა და გალიციის მიტროპოლიტმა იოანიკემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს გამოუგზავნა სამადლობელო ტელეგრამა მისი 50 წლის იუბილეს მილოცვასთან დაკავშირებით.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 ნოემბერს გამგეობის მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამოვიდა წინადადებით, რომ გამგეობას მონაწილეობა მიეღო ქ. მაინცში დაგეგმილ საერთაშორისო საბეჭდი ანბანებისა და მანქანების გამოფენაში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ალექსანდრე წინამძღვრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ თუ საზოგადოება გამოსცემდა მის მიერ ნათარგმნ „ბიძია თომას ქოხს“, ის სრულად დაუთმობდა წიგნის შემოსავალს, გარდა პირველი გამოცემის 25 %-ისა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე საპატიო წევრმა ოლღა თადეოზის ასულმა ჭავჭავაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ გამგეობა შესდგომოდა მზადებას, რათა ქრისტეშობისთვის გამართულიყო კონცერტი საზოგადოების სასარგებლოდ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე საპატიო წევრი ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მიეცათ 200 მანეთი საზოგადოების სასარგებლოდ განზრახული ბაზრობისთვის ნივთების შესაძენად და დასამზადებლად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ კომისიათა სხდომებზე დასწრება. ის მოითხოვდა კომისიათა გაუქმებას და ადრინდელი წესის დაბრუნებას, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს განიხილავდა გამგეობა რიგით სხდომებზე და იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვდა დაწვრილებით შესწავლას, ანდობდა გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა კომისიას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ბესარიონ იოსების ძე ლომინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება მიტროპოლიტ იოანიკეს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მოხსენება თბილისში პედაგოგიური კურსების გახსნის შესახებ და გამგეობამ დაადგინა, რომ განხილვამდე მოხსენება წინასწარ გასაცნობად გაეგზავნათ გამგეობის ყველა წევრისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის საჭირო ავეჯი უნდა დამზადებულიყო თბილისში, სახელდობრ: 40 მერხი (თითო მერხი ორი მოსწავლისთვის) იმ მოდელით, რომელსაც გამგეობა მიიჩნევდა საუკეთესოდ, ორ-ორი დაფა თითო განყოფილებისთვის, საანგარიშო – შვეიცარიული და რუსული, სამოსის საკიდი და ერთი კარადა ბიბლიოთეკისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი უნდა გამოეყენებინა: სკოლისთვის სახლის დასაქირავებლად, საჭირო საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლებლის ზედამხედეველებისთვის ავეჯის შესაძენად, შეშისთვის და წვრილმანი ავეჯისთვის, როგორიც არის მაგ: ბიდონი, ცოცხები და სხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოება ძალიან დაზარალდა კალენდრების გამოცემის ხარჯებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 16 ოქტომბერს ვლადიმერ ბაკურაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს თ. მელიქიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სამხედრო შინაარსის წიგნები ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 25 სექტემბერს მაქსიმე კალანდარიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა. საზოგადოებამ უარი უთხრა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 25 სექტემბერს ნინო ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ მას სამი თუმანი გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 ოქტომბერს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 6 სააგენტო წიგნაკის გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 ოქტომბერს ერმალოზ ვეფხვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხარაგაულში სამკითხველოს გახსნის ნებართვა მოეპოვებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ჟენევაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბესარიონ დემურიასთვის – 180, ალექსანდრე თორაძისთვის კი 200 ფრანკი სთხოვეს. დემურიასა და თორაძეს ეს თანხა საქართველოში დასაბრუნებლად სჭირდებოდათ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 27 ნოემბერს ვენის აკადემიის წევრ ჰუგო შუხარდტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა. მას აინტერესებდა, იყო თუ არა გორის კათოლიკურ ეკლესიაში იტალიელი მისიონერის, ჯიროლამო დე ნორიჩის (Girolamo de Norici) მიერ იტალიურ ენაზე შედგენილი ქართული ენის გრამატიკა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სტეფანე გამბაროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისთვის წიგნების გაყიდვის აგენტობა დაევალებინათ. გამგეობამ უარი უთხრა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ივლისს ქრისტეფორე ანდრიას ძე მელიამ – ალექსანდროპოლში და სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა – როსტოვში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განყოფილების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად ჩეკიანი წიგნაკი სთხოვეს.