საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილებაში ვასილ კონსტანტინეს ძე შილნიკოვს ჯიბიდან 10 მანეთი ამოაცალეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსებაზე უარი განაცხადა, რადგან ეს საზოგადოების წესდებას ეწინააღმდეგებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს გომარეთის სკოლის მასწავლებელმა ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ჯამაგირის მომატება სთხოვა. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. მუხურაში ქარიშხალმა ზ. ბუიძის სახლი დაანგრია.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში დადგმულ ქართულ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მსახიობები: ო. დადიანისა, ფ. კალანდარიშვილისა, მ. ლაზარენკო, ვ. ლომინაძე, კ. ხოფერია, ს. სახოკია და ვ. ელიავა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში ანეტა მხეიძისა და მ. დიდებულიძის თაოსნობით დადგმული ქართულ-რუსული სპექტაკლებიდან შემოსული თანხა სენაკის დედათა სკოლას შესწირეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 31 მარტს ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში მოჰყვა პოღოზ ისრაილოვი და დაშავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 მაისს ქუთაისში ნ. მალიშევის მამულების სამმართველოში ლუხვანის ტყიდან გამოტანილი ბზის ვაჭრობა გაიმართებოდა. ვაჭრობის მსურველებს წერილის სახით უნდა გაეგზავნათ თავისი პირობები სამმართველოში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს გაიმართა საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე ევანგულოვი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბანოვი და ბეჟანოვი კენჭს იყრიდნენ საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ პლატონ ნიჟარაძე საცემად მისდევდა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით ესროლა მას, მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. ნიჟარაძესთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პლატონ ნიჟარაძის ცოლმა დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძე უშვერი სიტყვებით გალანძღა, რის შემდეგაც პლატონ ნიჟარაძე ხანჯლითა და ჯოხით საცემად დაედევნა დიმიტრი ნიჟარაძეს, რომელმაც თავდაცვის მიზნით დამბაჩა ესროლა მას და დაჭრა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძის ადვოკატი გარდიევსკი იყო. იგი დიმიტრი ნიჟარაძეს ამართლებდა და ამტკიცებდა, რომ მას პლატონ ნიჟარაძის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აპრილს ნინო ავეტიქის ასულ ტერ-გრიქუროვის სახლი გაძარცვეს და 2184 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს. დაზარალებული ბრალს სდებდა მოსამსახურე იოსებ გურულს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს ნ. ა. გრედესკული გეგმავდა თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასვლას და ქალაქის თეატრში ლექციის „ნაციონალური საკითხის თაობაზე დასავლეთსა და რუსეთში“ წაკითხვას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს სინსკიმ ფოთის ნახუტურის უბნის სამრევლო სკოლის მასწავლებლებს რუსულის გაკვეთილების სასწავლო წლის პირველი სქტემბრიდან დაწყება ურჩია. მასწავლებლები შეთავაზებას არ დათანხმდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დეპუტატ ვარლამ გელოვანის თაოსნობით გაიმართა კავკასიელი დეპუტატების კრება, რომლის მიზანიც საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლო პალატაში პ. კალანდაძის საქმე განიხილეს. მას ერთი თვით ციხეში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრიდან თბილისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის რედაქტორობით ყოველდღიური ქართული გაზეთი „ახალი დროება“ უნდა გამოსულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს პლუშჩევსკი ვაჭრის, მანის ადვოკატი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილის „ალის“ ცალკე წიგნად გამოშვება გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში სავლე წერეთელი და ნიკოლოზ გამრეკელი ჭიათურის საავადმყოფოში მესამე ექიმის დამატებას ითხოვდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლო პალატაში ნ. ჟორდანიას საქმე განიხილეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქრისტიანობის აღმდგენელმა კომისიამ თავისი ხარჯით გამოსცა გ. გოლუბცოვის მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი საეკლესიო და სასწავლო სახარება და წირვის საგალობელი ნოტები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს ქართულ თეატრში ნ. გრედესკულის უნდა წაეკითხა ლექცია „ნაციონალური კითხვა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში“.