რეგისტრირებული ფაქტები19320
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა გამგეობის წევრებს გააცნო 1908 წლის 8 მარტს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მიერ წარდგენილი მოხსენება საზოგადოების წიგნის მაღაზიის ნაწილობრივი შემოწმებისა და მისი სრულად შემოწმების საჭიროების შესახებ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანმა განაცხადა, რომ გამგეობას 6-7 წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიის რევიზია არ ჩაუტარებია, ამიტომ მისი აზრით, სჯობდა საზოგადოების გამგეობის წევრები გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან და არა მაღაზიის გამგე.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს აუცილებლად უნდა ეცნობებინა საზოგადოების გამგეობისთვის წიგნების დაკარგვის შესახებ. ღულაძე მიიჩნევდა, რომ გამგე უნდა გადაეყენებინათ.
1908
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშს ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა და წევრებმა – დავით კარიჭაშვილმა, იაკობ ღულაძემ, გიორგი ლასხიშვილმა, ალექსანდრე მდივანმა, ალექსანდრე ყიფშიძემ, ლუარსაბ ბოცვაძემ, პეტრე სურგულაძემ და სამსონ ფირცხალავამ.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2300 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 2043. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის I სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2486 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 513. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ხონის სამკითხველოში მკითხველთა რიცხვი 6 060-ს შეადგენდა, მათგან 5200 კაცი იყო და 860 ქალი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 83 სასულიერო შინაარსის წიგნი იყო, 695 – მხატვრული ლიტერატურა, 205 – ისტორიული, ბიოგრაფიული, კრიტიკული და 381 სხვა ჟანრის გამოცემა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის პირველი იანვრისთვის ახალციხის ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 1150 ქართული და 574 რუსული წიგნი იყო. წლის განმავლობაში დაემატა 3 ქართული და 9 რუსული წიგნი. ბიბლიოთეკა-სამკითხველოში სულ 1736 წიგნი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის ბიბლიოთეკიდან 17 სასულიერო შინაარსის წიგნი გაიცა, 219 – მხატვრული ლიტერატურა, 81 – ისტორიული, 99 – საბუნებისმეტყველო, 205 – საბავშვო და 47 სხვა ჟანრის წიგნი. სულ 662 წიგნი გაიცა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

