რეგისტრირებული ფაქტები18642
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წელს ბაქოს მუშათა საბჭოში ჰუსეინოვი ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობს ვრანგელს მიჰყიდდა. საბოლოო რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს განატიას მისცემდა, რომ ნავთობს მხოლოდ თვითონ მოიხმარდა და კავშირს გაწყვეტდა საბჭოთა მტრებთან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის აგვისტოს თვეში განათლების მინისტრს კანცელარიაში მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: პროკოფი მინას ძე გოცირიძემ, ნატალია ნიკოლოზის ასულმა იაკობსონმა, მარიამ ბესარიონის ასულმა კაკაბაძემ, ნინო ნესტორის ასულმა კალანდაძემ, ლუარსაბ ანდრიას ძე კარბელაშვილმა, ესტატე ივანეს ძე გრიგოლავამ, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა, სევერიანე სამსონის ძე კეკელიძემ, სემინარიის კურსდამთავრებულმა და მინადორა კუჭუხიძემ, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების მეორე კურსის სტუდენტმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ივლისსა და აგვისტოში განათლების მინისტრს სამინისტროს კანცელარიაში დასაქმების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: ნინო ბეჟანიშვილმა, თამარ ალექსანდრეს ასულმა ბილიხოძემ, გიორგი ლუკას ძე ბაქრაძემ, რომელიც მუშაობდა მეფისნაცვლის კანცელარიაში, თამარ იასონის ასულმა ბერძენიშვილმა, რომელიც იყო უნივერსიტეტის სტუდენტი, თამარა ნესტორის ასულმა გრიგოლიამ, რომელსაც განათლება მიღებული ჰქონდა ქალთა გიმნაზიის კურსებზე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთვარგამგეს მისწერა, რომ მათემატიკის მასწავლებლის ფალავანდიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1918 წლის პირველი ნოემბრიდან არითმეტიკის მეთოდიკასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს თავად ასწავლიდა. კვირაში 4 გაკვეთილის ჩატარება უწევდა.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთთან ინტერვიუში ჰაიდარ ბამატმა განაცხადა, რომ პარიზიდან კავკასიაში დაბრუნდა ვერსალის კონფერენციის მთიელ დელეგატთა ნაწილთან ერთად, რათა ხალხისთვის გაეცნოთ მუშაობის შედეგები, აეხსნათ, თუ რა ვითარება იყო კონფერენციაზე მთიელთა დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საჭირო იყო ადგილზე გასცნობოდნენ შეცვლილ ვითარებას.