საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19424

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „უებრო ჭირისუფალი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კავსაძის სტატია „ქართული მუსიკა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლავრენტი დავითის ძე ძიძიგურის ლექსი „რომანსი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის პიესის „მწირი სარდალი“ I ნაწილი.

1995

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის მოთხრობის „გამხდარი ვარ?“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიგლა მებუკის სტატია „უძველესი საბერძნეთის თეატრი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მეორედ გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-1940 წლებში იაკობ ფანცხავამ თარგმნა მედიცინის მეცნიერების სახელმძღვანელოები: 1. აცრის საქმე. დამცველი (განმარინებელი) ვაქცინები და სამკურნალო შრატები. 2. ფსიქიატრიის სახელმძღვანელო ფერშალთათვის. 3. პათოლოგიის სახელმძღვანელო. 4. ფიზიოთერაპიის მოკლე სახელმძღვანელო.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-1940 წლებში იაკობ ფანცხავას თარგმნილი მედიცინის სახელმძღვანელოები გამოსცა ჯანმრთელობის მედიცინის გამომცემლობამ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავა წერდა სამეცნიერო, პუბლიცისტური, ეკონომიკური და სოციოლოგიური შინაარსის სტატიებს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავა წერდა კრიტიკულ სტატიებს მხატვრული ლიტერატურის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იაკობ ფანცხავას თარგმნილი ვოლტერის თხზულება დაიბეჭდა ჟურნალში „მოამბე“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ჟურნალმა „მოამბემ“ ცალკე წიგნად გამოსცა იაკობ ფანცხავას მიერ თარგმნილი ვოლტერის თხზულება.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 5 სექტემბერს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იაკობ ფანცხავას პირველი სტატია.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სახელგამმა ცალკე წიგნად გამოსცა იაკობ ფანცხავას სამეცნიერო სტატიათა კრებული.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს იაკობ ფანცხავამ დაასრულა ვოლტერის თარგმნა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს იაკობ ფანცხავამ დაასრულა ფერიერის „დარვინიზმის“ თარგმნა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თბილისის სახბანკის კანტორის გამგეს მისწერა წერილობითი უარი ქალაქ პერმში მისი გამგზავრებისა და ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის დარგში დაწერილი სადისერტაციო ნაშრომი უნივერსიტეტის პროფესორმა უმაღლესი ქულით, ხუთიანით შეაფასა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლისას იაკობ ფანცხავამ სადისერტაციო ნაშრომი დაწერა ფიზიოლოგიაში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავამ დაწერა ავტობიოგრაფია.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის მაისში დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ დაიბეჭდა გაზეთში „ივერია“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს გადასახადების ინსპექტორად დანიშვნის შემდეგ დუტუ მეგრელმა მხოლოდ ორიოდე დრამატული პოემა და მცირე რაოდენობით ლექსები შეთხზა.

1894

ტიპი: ავტორობა

დუტუ მეგრელმა მოთხრობებისა და პიესების უმეტესი ნაწილი 1894 წელს გადასახადთა ინსპექტორად დანიშვნამდე და ამ პოზიციაზე მსახურობის პირველ წლებში შექმნა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ნახიჩევანსა და ერევანში მისი მსახურობის დახასიათებების ავტორები რ. ნაჯაფოვი და არშავირ მელიქიანი იყვნენ.