რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ გენერალ დავით ართმელაძეს გაგრაში, სოჭის ოლქში გლეხების აჯანყების შესახებ შეტყობინება (დეპეშა) გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ჯაგეტიანცი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარემ მელიტონ რუსიამ ონში შიმშილობის შეტყობის შემდეგ მომარაგებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სათანადო შუამდგომლობა აღძრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს სახაზინო რკინიგზის სამმართველოს თათბირზე უნდა განეხილათ ინჟინერ კუჩინსკის საუღელტეხილო რკინიგზის პროექტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების თელავის განყოფილებამ დაბეჭდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა საბჭოს, ვაჭარ-მრეწველთა და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თაოსნობით თბილისში საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკი „ცენტრობანკი“ დაარსდა. ბანკის ძირითადი თანხა 20 მილიონი მანეთი იყო. თითო აქცია 1000 მან. ღირდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მარიამ ალექსის ასულ უტულოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 128.5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ალექსი იოსების ძე მოსეშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 103 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 190 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 მაისს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგენათ აკაკი წერეთლის სამმოქმედებიან თხზულება „კინტო“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალი ვ. ი. იანოვსკი ქალაქ ჩერნომორკიდან ჩამოსულმა თანამშრომლებმა ქუთაისიდან გააცილეს სხვა სამსახურში. იანოვსკიმ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის. იგი ვაგონში ხელით შეიყვანეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 მარტს სარქის და სოლომონ არუთინოვებმა შვეიცარიის ქვეშევრდომ ვარონინს მოპარეს 100 მანეთის ღირებულების ვიოლინო, რომელიც პოლიციამ იპოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დგებუაძეს წმ. ანას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მდივანს წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით კახიძეს წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ხოშტარიას წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მელიქ ასლანოვს წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართველობამ კ. სვიმონოვს ავაზაკების დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაგურსკი დაუღალავად მოღვაწეობდა სამეცნიერო სფეროში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ოსიაურის მახლობლად მდინარე შოლის კალაპოტს აღრმავებდნენ და აგანიერებდნენ გორის მაზრის წყალდიდობისგან დასაცავად. სამუშაოს მიმდინარეობას თვალყურს კირიაკ ზავრიევი ადევნებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 სექტემბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გედალინს სასანიტარო ზედამხედველისთვის გადაუცია ცნობები იმის შესახებ, როგორ ვრცელდებოდა თბილისში ქონის ერბო (მარგარინი).
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 მარტს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიღნაღის ბოქაულმა, ივანე ნასიძემ „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის გადასაცემად ოთხი ძველი ნივთი მიიტანა, რომლებიც ქიზიყში, სოფელ მაღაროში, ეპოვა. ნივთებს შორის იყო ხანჯალი, ბუშტი, პატარა ვარსკვლავი და ისარი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 მაისს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ავქსენტი ცაგარლის ერთმოქმედებიანი თხზულება „ჭკუისა მჭირს“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში ი. ხუროძისა და ბ. იოსავას ხარჯით გახსნილი წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ეკატერინე სარაჯიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მომავალი ლატარია-ალეგრისთვის ჩაის სერვიზები, ყვავილის ვაზები, საფერფლეები, ჭიქა და ფურცლები შესწირა.

