საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18642

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძეს სირთულეების მიუხედავად, შესაძლებლად მიაჩნდა მთიელთა სახელმწიფოს შექმნა, რომლის საუკეთესო ფორმადაც ფედერაციული მოწყობა ესახებოდა, სახელდობრ – ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა კანტონებად, მთიანი შვეიცარიის მსგავსად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე აცხადებდა: „თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ბრძოლამ ჩრდილოური ანარქიისა და რეაქციის ნიაღვრისაგან დაიცვა ამიერკავკასიის რესპუბლიკები. რუსეთის მტრული დამოკიდებულება არა მარტო სახელმწიფოებრიობისთვისაა საშიში, არამედ საერთოდ კლდოვან ხეობებში გამომწყვდევით ემუქრება თვითონ მთიელებს“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ბარრიკადის მეოთხე წელი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ჯარისკაც სიმონ მეხუზლას წერილი ლევან დადეშქელიანის მოკვლის გამო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ლევან ასათიანის ლექსი „სენტიმენტალური დუეტი წეროსთან".

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა იოანე ყიფიანის ლექსი „ფეხშიშველი".

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივლისში ახალციხის მაზრის სოფ. ღრელის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ სოფ. ღრელსა და მიმდებარე სოფლებში გაეხსნათ ქართული სკოლა. თხოვნას ხელს აწერენ: პედაგოგი იესე ნებაძე, იაკობ სუდაძე, ოსმან სელებ-ოღლი, ემან ალი-ოღლი, ისმაილ ალი-ოღლი, გულალი ჯოშხუნ-ოღლი, ლუკა ალავიძე, სტეფანე ნებაძე, იოსებ ნებაძე, იობა ნებაძე, შიო ნებაძე, ესტატე ნებაძე, სოლომონ ნებაძე, ბასილ ნებაძე, არჩილ ნებაძე, გიორგი მურვანიძე, ლაზარე მურვანიძე, თედორე იაძე, გიორგი იაძე, ლუარსაბ იაძე, თომა ალავიძე, გიორგი ალავიძე, ბაგრატ ალავიძე, სერგო ალავიძე, ლუარსაბ ალავიძე, სანდრო ზაზაძე, ლევან ხმალაძე და ისიდორე შადრაძე.

პირები
წყარო

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ „ტრისტან მაჩაბლის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „პოეტები წერის დროს", რომელიც ეხებოდათ: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, სანდრო ცირეკიძეს, ვალერიან გაფრინდაშვლსა და ლელი ჯაფარიძეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ქემალ ფაშა".

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა რედაქტორის, ტიციან ტაბიძის წერილი „ფილისტერების ოპოზიცია".

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა „ცისფერყანწელთა“ გაზეთ „ბარრიკადის“ პირველი ნომერი. რედაქტორმა, ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა წერილი „ბარრიკადი“, რომელშიც განმარტა, რას ემსახურებოდა ახალი გამოცემა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს მუსლიმთა თემი, რომლის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ჯაფარიძე, ხოჯა ცივაძე და ვ. მჟავანაძე, უგზავნიან წერილს განათლების მინისტრს ქობულეთში სკოლის დირექტორის დანიშვნის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 აპრილს, მწერალი ილია ჭყონია წერს წერილს თბილისში, ამიერკავკასიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს აკაკი ჩხენკელს, რომელშიც სთხოვს თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას მისცეს რაიმე დანიშნულება, რათა შემდგომ აღწეროს ბათუმის დაკარგვის ამბები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 აპრილს ახალციხისა და ახალქალაქის ოლქების მუსულმანი მოსახლეობის დელეგატები სწერენ წერილს ამიერკავკასიისა და თურქეთის მთავრობებს, რომელშიც მოითხოვენ ოლქების თურქეთის მმართველობაში გადასვლას. წერილს ხელს აწერენ დელეგატები: ხემდი ეფენდი, მეჰმედ ეფენდი ოღლი, სულეიმან ეფენდი ლულია ოღლი, რიზა შევიკ ოღლი, მეჰმედ ეფენდი ოღლი. რეშიტ ეფენდი, მევლუდ ოღლი რეშიტოვი, ომერ ოღლი ხურშუტოვი, ეიუბ ოღლი დურსუნი, ედემ ოღლი მურთაზოვი, ეიუბ ოღლი რეკუნი, სინზნუ ოღლი შაკიროვი, მევლუდ ოღლი ხელიდოვი, იბრაგიმ სუეშ ოღლი, ფეიზ ალი ნეხიბ ოღლი, ველი ოღლი რედიბოვი, იორამ ოღლი რახრიესანი, ფიბრაშ ოღლი ახმედოვი, მარიდ ბეკ ფეხლევილ ზადე, ნეხბიე ეფენდი სადიკ ოღლი, მოლი და ახმედ მეხდიკობი, აბდულ ეფენდი ნური, ნური ოღლი აბდულ კეფიროვი, მებიუდ ოღლი მეხმედოვი, სული ოღლი ხეჯალ ბეკოვი, დურსუნ ოღლი რიპევანოვი, სულეიმან ოღლი იბრაგიმოვი, ტეფურ ბეკ ზადე ტურსუნ ბეკოვი, საბიტ ბეკ ზადე ნაზინ ბეკოვი, შახში ოღლი ელტაზოვი, იუსუფ ოღლი შერიოროვი, ხაშან ოღლი ელფიზოვი, იორამ ოღლი მისტროვი, მევიუდ ოღლი სიზამი, აბდულ რახმან ოღლი მურადოვი, აბდულ ოღლი მურადოვი, მორაიმ ოღლი რახელუი, ერსინოდი ოღლი საკიბოვი, საბიკ ოღლი არსიანოვი, მუსტაფა ოღლი მეხსიედოვი, აიდარ ოღლი ბაირამოვი, ომერ ოღლი ფერლუსევი.

პირები
ხემდი ეფენდი, მეჰმედ ეფენდი ოღლი სულეიმან ეფენდი ლულია ოღლი რიზა შევიკ ოღლი მეჰმედ ეფენდი ოღლი. რეშიტ ეფენდი მევლუდ ოღლი რეშიტოვი ომერ ოღლი ხურშუტოვი ეიუბ ოღლი დურსუნი ედემ ოღლი მურთაზოვი ეიუბ ოღლი რეკუნი სინზნუ ოღლი შაკიროვი მევლუდ ოღლი ხელიდოვი იბრაგიმ სუეშ ოღლი ფეიზ ალი ნეხიბ ოღლი ველი ოღლი რედიბოვი იორამ ოღლი რახრიესანი ფიბრაშ ოღლი ახმედოვი მარიდ ბეკ ფეხლევილ ზადე ნეხბიე ეფენდი სადიკ ოღლი მოლი მეხდიკობი ახმედ მეხდიკობი აბდულ ეფენდი ნური ნური ოღლი აბდულ კეფიროვი მებიუდ ოღლი მეხმედოვი სული ოღლი ხეჯალ ბეკოვი დურსუნ ოღლი რიპევანოვი სულეიმან ოღლი იბრაგიმოვი ტეფურ ბეკ ზადე ტურსუნ ბეკოვი საბიტ ბეკ ზადე ნაზინ ბეკოვი შახში ოღლი ელტაზოვი იუსუფ ოღლი შერიოროვი ხაშან ოღლი ელფიზოვი იორამ ოღლი მისტროვი მევიუდ ოღლი სიზამი აბდულ რახმან ოღლი მურადოვი აბდულ ოღლი მურადოვი მორაიმ ოღლი რახელუი ერსინოდი ოღლი საკიბოვი საბიკ ოღლი არსიანოვი მუსტაფა ოღლი მეხსიედოვი აიდარ ოღლი ბაირამოვი ომერ ოღლი ფერლუსევი
წყარო

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ქვისლები: დარჩო დივანოვი და არტაშ მიქელოვი მეუღლეებითურთ: ეკატერინე გიორგის ასული დივანოვი და სათენიკ გიორგის ასული მიქელოვი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებენ, რომ სერგო გიორგის ძე შერმაზანოვის პანაშვიდს გადაიხდიან ხოჯევანქის სასაფლაოს ეკლესიაში დილის 11 საათზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" მეშვეობით ქვრივი მარიამ გიორგის ასული შერმაზანოვი და ქალიშვილი თამარ სერგოს ასული შერმაზანოვი აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ სერგო გიორგის ძე შერმაზანოვის წლისთავის წირვას გადაიხდიან 8 დეკემბერს ხოჯევანქრის სასაფლაოს ეკლესიაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ივანე და ნიკოლოზ ანდრიას ძე ყიფშიძეები მეუღლეებითურთ: ნინო ბესარიონის ასული და დარია ვასილის ასული ყიფშიძეები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდიან დის, ანეტა ყიფშიძის პანაშვიდს.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ანიჩკა შარაშიძემ მიიღო წერილი ასინეთისგან, რომელიც სამძიმარს უცხადებდა მეუღლის, შალვას გარდაცვალების გამო.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა „ვარამ გაგელის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა წერილი „სანდრო ცირეკიძე და შალვა კარმელი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ვალერი ბრიუსოვი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „ოდა პიკასსოს“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა შალვა კარმელის ლექსი „გიჟი და ბაყაყები“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „ირრუბაქიძე“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „პოეტის ქუდი და თვითმკვლელობა“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ ცეცხლაძის ლექსი „კვირა დღე ტფილისში“.