რეგისტრირებული ფაქტები19425
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გოგიჩაიშვილის წინადადება „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ვარიანტის გამოცემასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეცათ „ქართლის ცხოვრება“ და ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ეცნობებინათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის 1898 წლის 7 ივნისის ანგარიშის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 11 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მღვდელ თომა ასათიანის თხოვნა მისი საყმაწვილო მოთხრობების დაბეჭდვის შესახებ. მდივან დავით კარიჭაშვილს დაევალა მათი წაკითხვა და გამგეობისთვის დასკვნის წარდგენა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოში ქართული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელსაც ერთვოდა საღამოს შემოსავალი – 366. 35 მანეთი. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამოს ორგანიზატორებისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ წერილობით და გაზეთით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 11 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა სკოლის დათვალიერების შესახებ. რევიზია დაევალათ იაკობ გოგებაშვილს, ნიკოლოზ მთვარელიშვილსა და გიორგი იოსელიანს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 11 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა წევრების საზოგადო კრების მოწვევის საკითხი. კრებაზე, რომელიც 29 მაისს დაინიშნა, უნდა განეხილათ საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიში, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ანდერძი, აერჩიათ საზოგადოების ახალი წევრები, გამგეობის ერთი წევრი და სამი კანდიდატი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის 28 ნოემბერს დაარსდა დიდი თონეთის სკოლა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 მაისის საგანგებო სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილისა და საზოგადოების წევრის, ნიკოლოზ მთვარელიშვილის მოხსენება გასული წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის შესახებ. ოქმს ხელს აწერენ: თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება სკოლებში რევიზორების დროულად დანიშვნის თაობაზე. მათ სწავლის დასრულებამდე უნდა მოესწროთ სკოლების დათვალიერება. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

