რეგისტრირებული ფაქტები1894
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიკავკაზში შეიპყრეს ჯარისკაცი და დეპუტატების წევრი ხორუევი, ყოფილი ჯალათი, რომელიც თითოეულ ჩამოხრჩობაზე იღებდა 100 მანეთს.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭირეს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ხრუსტალიოვი ნოსარი.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ოლქის სასამართლოს ბრალმდებელმა იუსტიციის მინისტრს შეატყობინა, რომ ქუთაისის ციხიდან სისხლის სამართლის ძალით დაჭერილი ბევრი ტუსაღი გაანთავისუფლეს. იუსტიციის სამინისტრო ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს ეკითხება როგორი წესით მოხდა მათი განთავისუფლება.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N8) ცნობით, ქუთაისში დააპატიმრეს ჯარისკაცი ფაღავა, რომელსაც მოპარული იარაღი აღმოაჩნდა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 18 მაისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N6) იუწყება, რომ დილის 12 საათზე სამედიატორო სასამართლო განიხილავს ალექსანდრე ქათამაძისა და პოლონელი ქალის საქმეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, თბილისის საგანგებო სასამართლოს სესია ახალციხეში მიემგზავრებოდა. სესიას უნდა განეხილა ჩახანაშვილის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა ფულის დამამზადებელ ექსპედიციაში და სხვაგან.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
შროშის სამთო-მადნეულების ქარხნის ამხანაგობის გამგეობის 1920 წლის 24 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამგეობა რომელიც არსებობს 1910 წლის 19 აგვისტოდან, აცნობებს დაწესებულებათ და კერძო პირებს, რომ დირექტორი, ვ. კ. ფელდტი 26 ივნისს ამხანაგობის საქმეებში ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის დაპატიმრებულია და პასუხისგებაშია მიცემული. ქარხნის გამგე ა. პ. ზვენიგოროდსკი და იურისკონსულტი, გენერალი ანდრეევი ჩამოშორებული არიან ქარხნის მმართველობას; მის.: სადგ. ძირულა, ქარხანა „შროშა“. თბილისში, ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე კანტორა გაუქმდა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს პეტროგრადის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ „შავი წერტილის საბჭოსგან“ სიკვდილის განაჩენი მიიღო.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს სოფელ კვახჭირის ჭოგნარის საზოგადოებაში მცხოვრებ ირაკლი აბულაძეს ბოროტმოქმედებმა სახედარი ხარები მოჰპარეს. მან ადგილობრივ კომიტეტს მიმართა დახმარების აღმოსაჩენად.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს კომისარმა აკაკი ჩხენკელმა ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს მაკაროვისა და ჟანდარმერიის პოლკოვნიკის – გადიუჩის გათავისუფლების აღიარების შესახებ ჰკითხა. საქმის გამოძიებამდე კომიტეტმა ხსენებულ პირთა გათავისუფლებისგან თავი შეიკავა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს თბილისის ყოფილი პოლიცმეისტერი, პოლკოვნიკი ზდანოვსკი თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით სატუსაღოდან გაანთავისუფლეს. ის 4 დღის განმავლობაში კავკასიიდან უნდა გაეგზავნათ, ამასთანავე მისთვის არ უნდა მიეცათ სამხედრო სამსახური კავკასიის ბრძოლის ასპარეზზე.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს დაბა ყვირილაში დააპატიმრეს ცნობილი ჯაშუში ილიკო მხეიძე, რომელიც 1905 წელს სოციალ-რევოლუციონერთა პარტიაში მუშაობდა.
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე დაატუსაღეს სხვა თანამშრომლებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „აზრის“ რედაქციაში და ნამესტნიკის განკარგულებით გადაასახლეს კავკასიიდან.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წელს სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე დაატუსაღეს. ის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, რის შემდეგაც გადაასახლეს თბილისის გუბერნიიდან სამხედრო წესების მოხსნამდე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
სხვადასხვა დროს გრიგოლ უროტაძე დატყვევებული იყო ხუთჯერ, გადასახლებული ორჯერ [ქუთაისიდან და პეტროგრადიდან].
1914
ტიპი: ნასამართლეობა
1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუას ძე ლორია ამხანაგებთან ერთად, თბილისის ტრამვაიში მორიგი გაფიცვის მოწყობისათვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი გათავისუფლდა, ფილიპე კი სარატოვის გუბერნიის ქალაქ ცარიცინში გადაასახლეს.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 18 თებერვალს ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 9 მაისს გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ვარდენ საყვარელიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. უარი ეთქვა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება ბარნაბა გამსახურდიას უფლებათა აღდგენაზე თხოვნის (N1931, 8 ნოემბერი, 1918) შესახებ და დაადგინეს: დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლება.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა დიმიტრი ალექსანდრეს ძე ბადალიანცის შეწყალების თხოვნის შესახებ. ეპატია სასჯელი უფლებების დაბრუნებით.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 31 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოხსენება დაპატიმრებული მემამულეების ბაგრატოვან-დავიდოვის, ამირეჯიბის, ჯავახიშვილისა და სხვათა შესახებ და დაადგინეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენდოს, თვითონ გადაწყვიტოს, როგორ დასაჯონ ისინი დანაშაულის მიხედვით.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 13 მაისს შალვა მაღლაკელიძე, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად მშობლიურ სოფელში მამისეულ სახლს აფარებდა თავს, დააპატიმრეს როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიდი მოხელე. მან მომდევნო წელი ციხეში გაატარა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილებით 1921 წლის 13 მაისიდან 1922 წლის 17 ნოემბრამდე იგი მეტეხის სატუსაღოში იყო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაფაელ ჩხოტუას, თხოვნა დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ.
1913
ტიპი: ნასამართლეობა
1913 წლის 12 მაისს პროფესორი გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე წერეთელი, შალვა ბერიძე, არჩილ ამირეჯიბი, სიკო ბრაგვაძე, კლიმენტი იოსელიანი, ვასილ ვარაზაშვილი და სამსონ კიკაბიძე არჩილ ჯორჯაძის სახელობის ჯგუფის ხელმძღვანელთა კრების დროს დააპატიმრეს.

