რეგისტრირებული ფაქტები19046
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 აგვისტოს „ერთობაში“ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძის დადგენილებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის საზღვრებში უცხოური ვალუტის კურსის დაწესება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ამიტომ როგორც პრესას, ისე კერძო პირთ ეკრძალებათ კურსის დაწესება და ამის შესახებ პრესით თუ სხვა საშუალებებით გამოცხადება. დადგენილების დამრღვევებს სამი თვით დააპატიმრებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1918 წლის 17 ივნისს გიმნაზიის დირექტორმა ის კავკასიის სამოსწავლო ოლქში შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა, მაგრამ წარდგინებას შედეგი არ მოჰყოლია. აკოფაშვილმა მინისტრს სთხოვა მისი თანამდებობაზე დამტკიცება დაეჩქარებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილიმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილმა როგორც მისი ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 5 მარტის სხდომაზე მიწათმოქმედების სამინისტროს კომისრის მოადგილე პეტრე გელეიშვილმა განცხადება გააკეთა ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ. ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილებით, განსაზღვრულ ნორმაზე ზევით მიწების კონფისკაცია უნდა მოეხდინათ. მათ შორის, ყოფილი დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძის მამულისა. მაგრამ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ უნდა მიეღოთ ნორმა, მთლიანად უნდა ჩამოერთვათ მამული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს კონსულმა, ს. პაიჭაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენა ყუბანისა და დონის ოლქებში და სტავროპოლის და შავი ზღვის გუბერნიებში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობის შესახებ, რომ მათ დევნიან, ხშირად ირღვევა ჩიჩერინის დეკრეტი უცხოელთა უფლებებების შესახებ. პაიჭაძემ სამინისტროს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების მიღება სთხოვა.
1919
ტიპი: ავტორობა
გ. კალინსკი აანალიზებს დაღესტნის აჯანყების მიზეზებს და საუბრობს მიზნებზე: ხალხს მოთმინების ფიალა აუვსო გენერალ ხალილოვისა და მისი დამქაშების პარპაშმა, მაგრამ მთიელები არც კომუნიზმის წითელი გენერლების დასმას აპირებენ კისერზე – მათ მშვიდობიანი, ღირსეული ცხოვრება სურთ საკუთარი, ეროვნული მთავრობის პირობებში
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 12 ივლისს ახალქალაქში (გორის მაზრა) ისიდორე რამიშვილმა მოხსენება წაიკითხა საქართველოს მდგომარეობის შესახებ, გაიხსენა ჯარის და გვარდიის ბრძოლა შინაურ და გარეულ ფრონტებზე, აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრება ახლო მომავალში კონსტიტუციას დაამტკიცებდა. ის 13 ივლისს მოხსენებით გამოვიდა კავთისხევშიც.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ პროხოროვის (დონის ოლქი) ქვანახშირის მაღაროს მუშები გიორგი ჭილაშვილი და იონა მშვიდობაძე, რომლებიც ვლადიკავკაზის ჩეკაში იყვნენ დატუსაღებულები, მადლობას უხდიან საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კონსულს ვლადიკავკაზში, რომლებმაც ისინი ტყვეობიდან დაიხსნეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ ლ. კრემერი თავის რუბრიკაში („მთიელები რუსულ ლიტერატურაში“) მ. ლერმონტოვის შემოქმედებას განიხილავდა და აღნიშნავდა, რომ რუსი მწერლის მიერ შექმნილ თავისუფლებისმოყვარე მთიელთა სახეებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო ბაირონის გმირებთან – ჩაილდ ჰაროლდან და კორსართან.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 21 ივნისს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 18 ივნისის N 129 მიწერილის პასუხად აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებლად მიაჩნდათ, ვინაიდან ერთი და იმავე პირისთვის ორი კლასის დამრიგებლობის დაკისრება კანონით არ იყო გათვალისწინებული.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ბარბარე ამილახვარმა გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს მისწერა, რომ ის ორი (მე-6 და მე-7) კლასის დამრიგებელი იყო. ანაზღაურებას მხოლოდ ერთი კლასიდან იღებდა, რის გამოც პედაგოგიურმა საბჭომ სამინისტროსთან შუამდგომლობა აღძრა. შუამდგომლობის შედეგები მისთვის ცნობილი არ იყო, ამიტომ მან პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა ეს საკითხი სამინისტროსთვის შეეხსენებინათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ლ. კრემერი ვრცლად განიხილავდა ალექსანდრე პუშკინის ნაკლებად ცნობილ პოემას „გალუბს“, მოხუცი ჩეჩნის დრამატულ ამბავს, იმის ნიმუშად, რომ მთიელთა სამოცწლიანი ბრძოლა მარადიულ ექოდაა დარჩენილი რუსულ ლიტერატურაში და იგი რადიკალურად განსხვავდება რუსეთის ოფიციოზის თვალსაზრისისგან. წერილში ნახსენებია მარლინსკიც.