რეგისტრირებული ფაქტები19318
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ წინარეხის სკოლის მასწავლებელი ხაზინიდან ხელფასს დროულად ვერ ღებულობდა და გამგეობიდან მიეცათ იმ პირობით, რომ ხელფასის აღებისას დაუბრუნებდა საზოგადოებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს განათლების სამინისტროს ორი თვის დანამატის სესხად მიღების თხოვნით მიმართეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგებმა: მელიტონ ბესარიონის ძე ჩეჩელაშვილმა, მიხეილ ალექსის ძე ჭიჭინაძემ, მიხეილ იოსების ძე კუჭავამ, ლუარსაბ ეგნატეს ძე კეშელავამ, არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილმა, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გიგაუროვმა, გაბრიელ ცაგარეიშვილმა, ქსენოფონტე გაჩეჩილაძემ, ვ. აბულაძემ და ი. ბერეკაშვილმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ სერაფიმა სერგის ასულმა ბაგაევამ ქართული ენა არ იცოდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ათეული წლები ცხოვრობდა და ქართველი მასწავლებლის ქვრივი იყო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცახდა, რომ კარგი იქნებოდა თუ გამგეობა ევროპის დედაქალაქებში ყველა საერო ბიბლიოთეკას გასაცნობად გაუგზავნიდა ქართულ წიგნებს. ამ საკითხის მოგვარება გამგეობამ მდივანს დაავალა.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ წევრები საკითხის განხილვას მმართველობის სხდომაზე საქმის განმარტების შემდეგ დაიწყებენ. თავმჯდომარის გარდა არავის აქვს უფლება, მომხსენებელს სიტყვა გააწყვეტინოს.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ 26 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლიდან გამგეობას ჯერ კიდევ არ მიუღია დარჩენილი 150 მანეთი რის გამოც დაგვიანდა ანგარიშის დაბეჭდვა. გამგეობამ განაცხადა, რომ გადაედოთ ანგარიშის გამოცხადება.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თბილისში 6 თებერვლამდე დარჩენის თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ. გამგეობამ მას უარი განუცხადა და მოუწოდა, მალევე დაბრუნებულიყო სკოლაში თავისი მოვალეობის შესასრულებლად.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე განაცხადეს, რომ კანცელარიაში 1898 წლის 23 იანვარს მიიღეს დაბეჭდილი კონვერტი შემდეგი წარწერით: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმორჩილესად სთხოვს ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, რომ კეთილი ინებოს და ეს წერილი მისი გარდაცვალების შემდეგ გახსნას. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ შეესრულებინათ ელისაბედ ყაზბეგის თხოვნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ანნა იოსელიანმა დააბრუნა საზოგადოების წიგნსაცავიდან წაღებული ხელნაწერი კარაბადინი და სთხოვა გამგეობას, ეთხოვებინათ კარაბადინის ახალი ხელნაწერები. გამგეობამ პლატონ იოსელიანის ქვრივ ანნა იოსელიანს თანხმობა განუცხადა და 2 თვის ვადით ათხოვა კარაბადინის სხვა ხელნაწერები.

