საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18641

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 29 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანის ჰავას ვერ შეეგუა და სმენის პრობლემა შეექმნა. იგი ვიზის საკითხის მოგვარებას ცდილობდა, რათა დროულად წასულიყო სხვა ქვეყანაში.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 15 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს საკუთარი მისამართი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ენრიკო ინსაბატოს დელეგაციის წევრის სახელით კოჰატსა და პაკისტანში აპირებდა მუშაობას.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 15 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა დიდი სიცხეების გამო ვერ შედგა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 15 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი ავღანეთში, კაიროსა და კარაჩში იყო. ირანში გადასვლას კი უვიზობის გამო ვერ ახერხებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა თეოფილე კალანდაძის წერილი „ს. დ. პარტიაში“ ჭიათურა-საჩხერის რაიონში არსებული 33 ორგანიზაციის მუშაობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დამფუძნებელი კრების წევრი თევდორე კიკვაძე ახალციხიდან იწერებოდა, რომ დელეგაციამ ქვემო და ზემო აჭარელთა სახელით სთხოვა, მთავრობის თავმჯდომარისთვის მათი ერთგულების შესახებ გადაეცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა სეით დევდარიანის წერილი „ორი მიმართულება საქართველოში და რუსეთში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ნ. საქარელის (პავლე საყვარელიძე) წერილი შვეიცარიის შესახებ სერიიდან „სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წყობილება“.

1920

ტიპი: ავტორობა

სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 8 ივლისის N67 ბრძანებით, სანიტარულ სექციას დაევალა 15 ივლისიდან კლიმატური სადგურების გახსნა ახტალაში, წყალტუბოში, ბორჯომში, აბასთუმანში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ იბეჭდება და მალე გასაყიდად გამოვა ივ. გველესიანის მიერ პროფ. ა. ვასილევის სახელმძღვანელოს მიხედვით შედგენილი „საშუალო საუკუნეების ისტორია“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ცუდი კლიმატის გამო პაკისტანში ცხოვრება და საქმიანობა ძალიან უჭირდა.

1915

ტიპი: ავტორობა

კატო მიქელაძის ცნობით, 1915 წლის პირველ ივნისს წაღვერში ჩავიდა და აგვისტოს ბოლომდე დარჩა დავით კოპალეიშვილი, ე. წ. დავით კოპალი, როგორც აწერს თავის ლექსებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 კატო მიქელაძე აქვეყნებს სტატიას „წაღვერი“, რომელშიც მოთხრობილია 1918 წლის 20 ივნისს მისი გამგზავრება წაღვერში ავადმყოფ მეგობართან ერთად. რიონის გზაზე ის ერთ ნაცნობს შეხვდა, მან წერილი გაატანა ადგილობრივ მცხოვრებთან, ვარდენ კიკნაძესთან, რომელსაც წაღვერში საკუთარი „ბუფეტი“ ჰქონდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 გამოქვეყნდა საფო მგელაძის ლექსები „ბახმარო“ და „ლეგენდა“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რუსეთ-იტალიას შორის არსებული სამგზავრო ხელშეკრულების თანახმად, „სამხედრო დამნაშავეთა“ შესახებ არსებული გაუგებრობა რომში მყოფი ოთხი ელჩისა და საბჭოთა ელჩების მიერ უნდა გადაჭრილიყო.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ლიპარელების შესახებ აცნობა, რომ რუსეთ-იტალიას შორის არსებულ შეთანხმებაში „სამხედრო დამნაშავეთა“ გადაცემის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, ამიტომ ეს საკითხი სასამართლოს ჩარევით უნდა მოგვარებულიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა ემელინ პანკჰერსტის „ჩემი ცხოვრება“ (წერილები სუფრაჟისტკისა, II), რომელშიც გადმოსცემს თავის ავტოგრაფიას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 კატო მიქელაძე აქვეყნებს სტატიას „საერთაშორისო ომი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა სანდრო ყანჩელის „ბალადა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის ლექსი „ორპირის სეზონი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „მორიალი და სოპრანო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „საკუთარი ტოსტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილის თარგმანი არტურ რემბოს ლექსისა „მთვრალი ხომალდი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ნინა მაყაშვილის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის სტატია „პარნასი და სინაი“.