საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19424

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ „პურის საქმესთან“ დაკავშირებით განიხილა თავისივე დანიშნული რევიზორის, გ. ხუნდაძისა და შრომის სამინისტროსა და პროფკავშირების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის მოხსენებები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ მიმართვაში შორაპნის მაზრის მოქალაქეთა მიმართ ნათქვამია, რომ ბოლშევიკებმა ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქები ოსმალეთს მიუძღვნეს. ოსმალეთიც ითხოვს ამ ოლქების დაცლას, ნუ შემოვუშვებთ ჩვენს მიწაზე, შევადგინოთ მოხალისეთა რაზმი. ყვირილაში შევიკრიბოთო. მიმართვას ხელს აწერენ: ჭიათურის მ. დ. საბჭოს წარმომადგენელი ზაქ. გურული, ყვირილის მ. დ. საბჭოს თავმჯდომარე პოლ. გოგიაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა „ამხ. ლევან დადეშქელიანის მკვლელობის სურათი“ (მისი მხლებელი სვანის ნაამბობი).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში გამოქვეყნდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ბრძანება „პურის საქმის რევიზია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ მეწისქვილეები: იაკუბოვიჩი, დადარიანი, ალიხანოვი და მისი მუშა ხაჩატურ ეგოიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკურ თათბირზე კარლ კაუცკის სიტყვას თარგმნიდა ნოე რამიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ბაქოს მუშათა საბჭოში ჰუსეინოვი ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობს ვრანგელს მიჰყიდდა. საბოლოო რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს განატიას მისცემდა, რომ ნავთობს მხოლოდ თვითონ მოიხმარდა და კავშირს გაწყვეტდა საბჭოთა მტრებთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ბათუმის ოლქის კომისრის თანაშემწე დგებუაძე იუწყებოდა, რომ 10 ოქტომბრამდე ორთაბათუმის მოსახლეობას იარაღს აჰყრიდნენ, ჯარიმას გადაახდევინებდნენ და მათგან დამნაშავეებს ჩაიბარებდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს, კომისარ შენგელიას ცნობით, კოხისა და, ზოგადად, ქობულეთის რაიონის მოსახლეობამ სახელმწიფოს დამნაშავეები გადასცა, იარაღი ჩააბარა და გადასახადები გადაიხადა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ივლისს სასულიერო აკადემიის ფილოსოფია-პედაგოგიკის განყოფილების კურსდამთავრებული, თბილისის ვაჟთა სასულიერო გიმნაზიის დირექტორი, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი განათლების მინისტრს პირველდაწყებითი სკოლების მთავარი დირექტორის თანამდებობას სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ნინა ნუცუბიძემ განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება ითხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ორთაბათუმში ბენია ჩხიკვიშვილს პატაკი ჩააბარა რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში განაცხადა, რომ მოსახლეობამ იარაღი ვერ მოიხმარა, ამიტომ მათი განიარაღება მოითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის აგვისტოს თვეში განათლების მინისტრს კანცელარიაში მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: პროკოფი მინას ძე გოცირიძემ, ნატალია ნიკოლოზის ასულმა იაკობსონმა, მარიამ ბესარიონის ასულმა კაკაბაძემ, ნინო ნესტორის ასულმა კალანდაძემ, ლუარსაბ ანდრიას ძე კარბელაშვილმა, ესტატე ივანეს ძე გრიგოლავამ, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა, სევერიანე სამსონის ძე კეკელიძემ, სემინარიის კურსდამთავრებულმა და მინადორა კუჭუხიძემ, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების მეორე კურსის სტუდენტმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ივნისს აპოლონ ივანიცკმა (მღვდელი, გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, მასწავლებლობდა სახალხო სკოლებში) განათლების მინისტრს სახალხო სკოლების მეთვალყურის თანამდებობა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 აგვისტოს ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ქეთევან გედევანიშვილი, რომელიც ფლობდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს, სთხოვდა განათლების მინისტრს შესაბამის სამსახურს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 ივნისს პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ყოფილი ინსპექტორი, საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ბიქტორ სოლომონის ძე გრიგოლაშვილი მიმართავს განათლების მინისტრს განცხადებით და სთხოვს ადგილს კანცელარიაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ნოემბერს სტუდენტი პიმენ გაბრიელის ძე ნიჟარაძე განათლების სამინისტროს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ მისი შეჭირვებული მდგომარეობა და გამოუნახონ სამსახური, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ივლისსა და აგვისტოში განათლების მინისტრს სამინისტროს კანცელარიაში დასაქმების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: ნინო ბეჟანიშვილმა, თამარ ალექსანდრეს ასულმა ბილიხოძემ, გიორგი ლუკას ძე ბაქრაძემ, რომელიც მუშაობდა მეფისნაცვლის კანცელარიაში, თამარ იასონის ასულმა ბერძენიშვილმა, რომელიც იყო უნივერსიტეტის სტუდენტი, თამარა ნესტორის ასულმა გრიგოლიამ, რომელსაც განათლება მიღებული ჰქონდა ქალთა გიმნაზიის კურსებზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 აგვისტოს მოსე ერმალოს ძე აბზიანიძე, მცხოვრები თბილისში, ბელინსკის ქუჩა 11, მიმართავს განათლების მინისტრს დახმარების თხოვნით, ვინაიდან ის ჯარში გაწვევის გამო დაითხოვეს სოფლის მასწავლებლის თანამდებობიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივლისს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი შალვა დისიონის ძე ახვლედიანი განცხადებით მიმართავს განათლების მინისტრს, რომ დაასაქმოს თავის უწყებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ დაიბეჭდა კონსტანტინე კაპანელის წერილი "ECCE SENSUS".

1920

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ნაციონალისტში“ დაიბეჭდა კარლ კაუცკის სიტყვა, რომლიც მან 1920 წლის 13 ოქტომბერს თბილისში სოციალ-დემოკრატთა თათბირზე წარმოთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს თბილისში გამართულ სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკური თათბირზე მოხსენებები წაიკითხეს ნოე ჟორდანიამ და ნოე ხომერიკმა, სიტყვა წარმოთქვა კარლ კაუცკიმ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკურ თათბირზე კარლ კაუცკი და ნოე ხომერიკი გლეხებისთვის გადასახადის მომატების ინიციატივით გამოვიდნენ.