საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18641

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 22 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „7 სეკტემბერი“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა უფლებებსა და თანასწორობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N20 (რედაქტორი კატო მიქელაძე) ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქ. თბილისში „განათლების“ საზოგადოების ქალთა სემინარიაში განმეორებითი და მისაღები გამოცდები 25 აგვისტოს დაიწყებოდა, ხოლო სწავლა 1-ლ სექტემბერს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 20 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „საუბარი მუშა ქალებთან, III“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N20 დაიბეჭდა პოდპორუჩიკ ი. მაისურაძის მიერ 1917 წლის 1-ელი აგვისტოს ბრძოლის ველიდან გამოგზავნილი წერილი „ქართველ ქალებს“, რომელშიც ავტორი მიესალმება ქალთა მოძრაობას და მათ საზოგადოებრივ საქმიანობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N20 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 გამოქვეყნდა ონ. კანანელის ლექსი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 დაიბეჭდა კირილე წუთისოფლელის „ხმა პროვინციიდან“, რომელშიც ავტორი დადებითად საუბრობს გაზეთზე და ეხება ქალთა თანასწორობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ამხანაგებო და მოქალაქენო“ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „საუბარი მუშა ქალებთან“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პირველობის მანია“, სადაც ავტორი საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების გამო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 გამოქვეყნდა საფო მგელაძის ლექსი „მტირალი ქალწული“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 გამოქვეყნებულ კატო მიქელაძის პუბლიკაციაში „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“ განიხილულია ქალთა მონური მდგომარეობა და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „31 აგვისტო“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა უფლებებსა და თანასწორობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N19) დაიბეჭდა რაჟდენ ბობოხიას ლექსი „ალ. კერენსკი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული კატო მიქელაძის მიერ გიორგი ზდანოვიჩის დაკრძალვაზე“, რომელიც ეძღვნება ამ საზოგადო მოღვაწის ხსოვნას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პარტიული მტაცებლები“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 დაიბეჭდა შოლია ებრალიძის წერილი რედაქტორის მიმართ, რომელიც იუწყებოდა, რომ გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად საჭამიასერის ქალთა წრის სახელით 29 ივნისს გამართული სეირნობიდან ოც მანეთს უგზავნიდა. 

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) N 18 ცნობით, 6 აგვისტოს დასრულდა ქუთაისის ქალაქის არჩევნები, სადაც ქართველი ქალები და მამაკაცები თანასწორი უფლებით გამოვიდნენ სამოქალაქო ასპარეზზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა მოთხრობა „მსხვერპლის შურისძიება“ (სურათი სოფლის ცხოვრებიდან).

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა წერილი „გიორგი ზდანოვიჩის ხსოვნას“, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრის, გიორგი ზდანოვიჩის გარდაცვალებას ეძღვნებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას განიხილავდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ამხანაგების საყურადღებოდ“, რომელშიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას განიხილავს.

1920

ტიპი: ავტორობა

1919-20 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებელი დაამთავრა 23 მოსწავლემ, ხოლო 11 მოსწავლეს დანიშნული ჰქონდა გამოცდები და აუცილებელი სამუშაოები.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა სულ 54 მოსწავლე ქალი: 1-ლ განყოფილებაში – 7, მე-2 განყოფილებაში – 16, მე-3 განყოფილებაში – 11, მე-4 განყოფილებაში – 20.