საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19723

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ოზურგეთის სამკითხველოს გამგე სამსონ კალანდაძე ჟურნალ „განათლების“ რედაქციას წიგნებისა და თანხის შემოწირულობისთვის მადლობას უხდის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ოზურგეთის სამკითხველოს გამგე სამსონ კალანდაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: რაფიელ შარაშიძეს, თეოფილე ივ. ძე სიხარულიძეს, ვარლამ მელიტონის ძე მახარაძეს, მარიამ სიხარულიძეს და დომენტი თალაკვაძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ერმილე თორთლაძეს, პეტრე ჭიჭინაძეს, სევასტი ხუნდაძეს, ნიკო მიქაძეს, კოლია ქლიბაძესა და ანტონ თევზაძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველბს: იოსებ გედევანოვს, ბესარიონ ჟღენტს, ალექსანდრე ზედელაშვილს, ისიდორე ფირცხელაიშვილს, მოსე კოპლატაძესა და მელიტონ ფერაძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ამბაკო გვალავას, ვასილ კირვალიძეს, მიხეილ და მარიამ კალანდაძეებს, ვასილ გორგოძესა და გიორგი ჩიჩუას.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ვალერიან ხმალაძეს, ფატი ცერცვაძისას, ათანასე მასხარაშვილს, ალექსანდრე კალანდაძეს, გიორგი გიორგობიანსა და ალ. ბერიძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: რაჟდენ სიხარულიძეს, არტემ კალანდაძეს, რაფაელ მეგრელიშვილს, არტემ დუმბაძეს და ილიკო ჯიბუტს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჭიათურის სახალხო უნივერსიტეტში კ. კანდელაკი წაიკითხავდა ლექციას კოოპერაციაზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმის ქალაქისთავის მოადგილე გიორგი ჟურული ბათუმში კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწეს საოლქო სასამართლოს შენობის აგებას სთავაზობდა, რისთვისაც ქალაქის გამგეობა მიწას უფასოდ გაიღებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმის ქალაქისთავის მოადგილე გიორგი ჟურული და ორი ხმოსანი ქართული ეკლესიის ასაგებად ეგზარქოსს 5000 მანეთს სთხოვდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ა. შავგულიძის წერილი „მომარაგების სამინისტროში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მ. ადამაშვილის წერილი „ორიოდე მაგალითი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის წერილი „ბელგეთის მომავალი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ა. შავგულიძის წერილი „მომარაგების სამინისტროში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 მარტს გრიგოლ რობაქიძე ქართულ თეატრში ოსკარ უაილდის შემოქმედებაზე წაიკითხავდა ლექციას „რელიგია მშვენიერებისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სხივიშვილის (სერგი ჯინჭველაშვილის) წერილი საყულიის (ქუთაისის მაზრა) საზოგადოებაზე, რომელშიც ის ძველ მამასახლისებს ს. კეპულაძესა და ი. კაშიას საზოგადო ფულის გაფლანგვაში ამხელდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალისტთა პატივის აღმდგენი სასამართლოს წევრის, ნაგურსკის ინფორმაციით, პ. გელეიშვილი გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ რედაქტორ პართენ გოთუასგან ქრთამის სახით 150 მანეთს იღებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. ოსტროვსკიმ გაზეთ „ზაკავკაზიეში“ გააგზავნა წერილი, რომელშიც 4 ხმოსანს აკრიტიკებდა. გაზეთის მფლობელმა შალვა ამირეჯიბმა ერთ-ერთ მათგანზე ინფორმაცია არ დაბეჭდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „თბ. ლისტის“ რედაქტორმა ივ. გრ. ხაჩატუროვმა ქართულ ენას ძაღლების ენა უწოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის ივლისის ბოლოს კოპენჰაგენში ინტერნაციონალურ სოციალისტურ კონფერენციაზე კარლო ჩხეიძემ ისაუბრა საქართველოს შესახებ. მისი ყველა წინადადება ერთხმად მიიღეს. აღინიშნა, რომ რეზოლუციებთან ერთად უმთავრესი იყო პრაქტიკული ნაბიჯები – სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შერეული კომისიის შექმნა, რომელიც წავიდოდა საქართველოში ქართველი ხალხის ნება-სურვილის გამოსარკვევად მმართველობის ფორმის შესახებ.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) ცნობით, თედო ხატიაშვილმა საქართველოს პოლიტსამმართველოს თავმჯდომარის სახელზე ციხეში დაწერა განცხადება, რომ სრულიად უდანაშაულო იყო და ტყუილ-უბრალოდ აწამა საგარეჯოს ჩეკამ. ჩივილს მოჰყვა მისი დახვრეტა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ვარლამა გელაშვილმა საქართველოს პოლიტსამმართველოს თავმჯდომარის სახელზე ციხეში დაწერა განცხადება, რომ სრულიად უდანაშაულო იყო და ტყუილ-უბრალოდ აწამა საგარეჯოს ჩეკამ. ამ ჩივილს მოჰყვა მისი დახვრეტა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის წიგნი „მრეწველობა, ვაჭრობა-ხელოსნობა საქართველოში“. ღირებულება – 50 კაპ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ანტონ სტეფანეს ძე და შვილები, შალვა და ეთერ გელაზარაშვილები თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილისას გარდაცვალებას იუწყებიან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „საფრანგეთის უმაღლესი კომისარი ბ. მარტელი ბათომში“.