რეგისტრირებული ფაქტები32153
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში საფრანგეთში ყოფნისას სიმონ ქვარიანი რუსულ ენას ასწავლიდა მსურველებს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ცალკე წიგნად გამოიცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ჭიათურაში მუშაობის პერიოდში მსხვილ მრეწველებთან დაპირისპირების გამო სიმონ ქვარიანს მოკვლით ემუქრებოდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სიმონ ქვარიანის მიერ ჭიათურაში შექმნილი წვრილ მრეწველთა ინტერესების დამცველი ძლიერი ოპოზიციის არსებობის შესახებ იცოდნენ იოსებ სტალინმა, ფილიპე მახარაძემ და შალვა დადიანმა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანი საკმაოდ მძიმე მატერიალური პრობლემის წინაშე იმყოფებოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანის რომანების „დიდი მოურავი“ და „შოთა რუსთაველი“, ასევე პოემის „ბუმბერაზები“ დაბეჭდვა მას საკმაოდ გაუჭირდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის ბოლო, მე-6 წელს სემინარიაში გათავისუფლდა გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს ნახევარხარჯიანი სტიპენდია, რომელიც მალევე თედო კიკვაძეს დაუნიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს დანიშნული ნახევარხარჯიანი სტიპენდია ენიჭებოდა თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880-იან წლებში სიმონ ქვარიანმა, ქუთაისსა და ოდესაში სწავლის შემდეგ, ორი წელი იმსახურა წინანდლის საუფლისწულო მამულში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე კაზაკოვი, ნიკიტა მარკოზის ძე ყარა-მურზა, მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი, პ. ი. ყიფიანი, ანდრია მარტინის ძე ლენჩევსკი, მიხეილ ვიქტორის ძე ლუნკევიჩი, ზ. დ. მამულოვი, გიორგი პავლეს ძე მელიქ-კარაკოზოვი, ს. ს. მესტიაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ოსტროგორსკი, მათე ლეონტის ძე სოსინი, ი. ზ. ტატიშვილი, ივანე ფელიქსის ძე თხორჟევსკი, ტიტე ალექსანდრეს ძე ფეფელოვი, ალექსანდრე ივანეს ძე ფლორენსკი, ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი, ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ამბარცუმ ა. ენფიანჯიანცი, ბორის სპირიდონის ძე ესაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ვასილ ქორქაშვილმა ოსმალეთის ფრონტზე მოკლული შვილის, კოწიას ხსოვნის აღსანიშნავად შესწირა სოფ. გეგუთში მდებარე 10 ქცევა სახნავ-სათესი მიწა, 500 მანეთი და ხე-ტყის მასალა. შემომწირველი ითხოვდა, განყოფილებას იმ ადგილზე დაბალი ტიპის საპროფესიო სასწავლებელი გაეხსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს კანონი მილიციაში მოსამსახურეთათვის საშტატო ჯამაგირის გაზრდის შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1899 წლებში სიმონ ქვარიანი არ იღებდა მონაწილეობას საზოგადოებრივ მოღვაწეობაში საზღვარგარეთ.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მისი ნათესავები არ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1899 წლებში სიმონ ქვარიანი ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქებში, ლიონსა და მონპელიეში.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასდროს ჩავარდნილა ტყვედ.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არ მსახურობდა წითელ არმიაში.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასდროს მსახურობდა არმიებსა და რაზმებში, რომლებიც ებრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასდროს მსახურობდა ძველ არმიაში.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში თევდორე კიკვაძეს, როგორც ღარიბი გლეხის შვილს, ძლიერ უჭირდა თავის შენახვა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

