რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ასრულებდა საერთაშორისო სამართლის ყველა მოთხოვნას, აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთ-თურქეთის ომის შედეგების ლიკვიდაციისა და თურქეთთან მტკიცე მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. იმავდროულად გადასცეს ინფორმაცია ამიერკავკასიაში მმართველობის ფორმისა და ტერიტორიების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონში ამიერკავკასიის დელეგაცია არ დაეთანხმა ოტომანთა დელეგაციას ბრესტის ხელშეკრულების ქმედითობასთან დაკავშირებით და შეახსენა 1/14 იანვრის მიმართვით, თურქეთმა თვითონ უწოდა ამიერკავკასიას დამოუკიდებელი. ტრაპზონში ორი დელეგაციის ყოფნის ფაქტი ამტკიცებდა ორივე მხარის მიერ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების იგნორირებას. საჭირო იყო მოლაპარაკებების სიმძიმის ცენტრი არა ფორმალურ-იურიდიული კამათი ყოფილიყო, არამედ საქმის არსი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაცია მიუღებლად თვლიდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ამიერკავკასიასთან მიმართებაში. მოითხოვდა ოფიციალურად განსაზღვრულიყო მმართველობის ფორმა, ამიერკავკასიის ტერიტორია, სახელმწიფო ენა და რელიგია; გარდა ამისა, ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო ამიერკავკასიის ხელისუფლების პოზიცია ოტომანთა იმპერიისადმი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დროს ოტომანთა ხელისუფლებამ ამიერკავკასიაში სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ შეიტყო და გამოთქვა სურვილი კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაციამ მიუთითა ამიერკავკასიის დელეგაციას, რომ 23 იანვრის ტელეგრამით ბრესტის კონფერენციაზე წარმომადგენლების გაგზავნის თაობაზე უარის თქმით იგი წარმოჩნდა როგორც რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მეორე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ გაკეთდა განცხადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უკვე ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობებში და პროტესტს გამოთქვამდა ბრესტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის ოპერაციის მომწესრიგებელი საგანგებო სათათბიროს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ: სათათბიროს თავმჯდომარე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ს. ავალიანი, მიწათმოქმედების მინისტრი ნ. ხომერიკი, სათათბიროს წევრები: მომარაგების მინისტრი გ. ერაძე, სახელმწიფო ბანკის მმართველი იას. ლორთქიფანიძე.

