რეგისტრირებული ფაქტები19584
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 აგვისტოს სადგურ სამტრედიის პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს მისწერა, რომ ამზადებდა თანამდებობაზე დანიშვნის ქაღალდ N1177-ს და სთხოვა, შესაბამის უწყებასთან ეშუამდგომლა, რომ სამტრედიის უმაღლეს სასწავლო თანამდებობაზე დაემტკიცებინათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 20 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილში „მშრომელთა სოციალური დახმარების შესახებ“ გამგეობის პრეზიდიუმი მოქალაქეებს სთხოვს, შეწირულობა არ გადასცენ ისეთ პირებს, რომელთაც არ ექნებათ გამგეობისგან ხელმოსაწერი ფურცელი საზოგადოების ბეჭდით, თავმჯდომარის, ათაბეგოვ-ტუმასისა და მდივნის, დრაევსკაიას ხელმოწერით.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 17 ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ფრანგი სოციალისტის, ალბერტ ტომას წინასიტყვაობა ფრანგულ ენაზე გამოცემული ირაკლი წერეთლის წიგნზე, რომელშიც შესული იყო 1918 წელს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფის, ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვები.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ქალთა უფლებების შესახებ. 1905 წლისა და 1914 წლის პარლამენტის განხილვებში ქალთა საარჩევნო ხმის შესახებ დეპუტატთა დამოკიდებულებებს შორის დიდი განსხვავება იყო. ემელინ პანკჰერსტის სიტყვებით, მილიტანტობამ ინგლისში ქალთა უფლებების საკითხი წინ წასწია და დეპუტატები აიძულა სერიოზულად მოპყრობოდნენ მას.

