რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 1-ელ ივლისს სსრკ-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენლემა იაპონიაში იურენეკმა, სსრ კავშირის მთავრობის დავალებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ხიროტას იაპონიის მხრიდან საბჭოთა კავშირის საზღვრის დარღვევების გამო საპროტესტო ნოტა გადასცა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გრიგოლ ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), იაკობ ნიკოლაძე, დავით კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პასუხისმგებელი მდივანი). სექცია მიზნად ისახავდა მხატვართა ცხოვრებიდან ფაქტობრივი მასალების შეგროვებას.
1935
ტიპი: თანამდებობა
ა.კ. ცაკ-ის პრეზიდიუმის დადგენილებით ამხ. ა.ე.ასათიანი ა.კ. ს.ფ.ს-ის რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილედ დაამტკიცეს.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს პეტრე აღნიაშვილი N2 ქართული დივიზიის მეთაური და სამხედრო კომისარი იყო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს დოვგალევსკი იყო საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იაპონიაში.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ბერელაშვილი ამიერკავკასიის შინავაჭრობის სახკომის რწმუნებული იყო საქართველოში, ხოლო შ. მგალობლიშვილი – ამავე ორგანოს საქმეთა მმართველი.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ათაბეკოვი იყო ამიერკავკასიის შინა-ვაჭრობის სახკომის რწმუნებული საქართველოში.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს, საქართველოს ცაკ-ის მდივან ს. თოდრიას ა. კ. ცაკ-ის მდივნად არჩევის გამო, საქართველოს ს. ს. რესპუბლიკის პრეზიდიუმმა საქართველოს ცაკ-ის მდივნად აირჩია თენგიზ ჟღენტი.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს ს. თოდრია ამიერკავკასიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად აირჩიეს, მის ადგილზე კი თენგიზ ჟღენტი დანიშნეს.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს ალექსანდრე სერგოს ძე მიქაბერიძე საკონტაქტო ხაზებსა და ღია ქვესადგურების მუშაობას ხელმძღვანელობდა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ამიერკავკასიის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს უფროსად დაინიშნა გრიგორიანი. დანიშვნას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ფოსტა-ტელეგრაფიის სახალხო კომისარიატის რწმუნებულად ეპიფანე კვანტალიანის დანიშვნას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს კარკლინის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულად დანიშვნას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს პავლუნოვსკის დანიშვნას სახ. ა-კ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარედ ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა, მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს შალვა ელიავა გზათა სახალხო კომისარიატისა და სამხედრო საზღვაო სახ. კომისარიატის რწმუნებულად დაინიშნა, ბრძანებას ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა მოაწერეს ხელი.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ბეკზალიანი ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, ბრძანებას ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა მოაწერეს ხელი.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ალექსანდრე იაშვილი შრომის სახალხო კომისრად დაინიშნა, ბრძანებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ა. ნაზარეტიანი მ. გ. ინსპექციის სახალხო კომისრად დაინიშნა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა, მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს მამია ორახელაშვილი ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მირზა დაუდ გუსეინოვი და სარქის ლუკაშინი – მისი მოადგილეები.

