რეგისტრირებული ფაქტები19150
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
ტიპი: ავტორობა
ნდობის ფურცელი მე ქვემოთ ამისა ხელის მომწერი ამბროსი დავითის ძე საგინაძე ამათ ვაძლევ უფლებას ქ. სამტრედიის მცხოვრებს მოქალაქე კონსტანტინე ივანეს ძე ახობაძეს, რომ მან აიღოს ჩემს მაგიერ ვ. დედაბრიშვილისგან ჩემი ჩეკი ( 4000 მანეთი) ბაქოში ოსმალების შემოსვლის დროს დაკარგული ნივთების ფასათ, რომელიც არის ქ. ბაქოს ქართულ- ეროვნული საბჭს მიერ გამოგზავნილი 25639 ნომრით. ამასა შინა საკუთარ ხელს ვაწერ ამბროსი დავითის ძე საგინაძე , ხელმოწერას ვამოწმებ ბეჭდით. 13/ xi / 1919 ქალაქ სამტრედიის მილიციის უფროსი ი. ძიძიგური
ტიპი: ავტორობა
პატივცემულო ძმაო ვასილი ! ამა ვექილობითა გთხოვთ გამოცხადეთ სადაც და ვისთანაც არის და მიიღოთ იმ ზარალის ფულები, რომელიცა მომივიდა მე ქალაქ ბაქოში ოსმალების ურდოების შემოსევის დროს , ზარალის რაოდებობა ჩემს მიერ გადაგზავნილი არის ქალაქ ბაქოში ქართულ სკოლაში. მიღებისთანავე ფულებისა , მოაწერთ ხელს და გარდმომიგზავნით მე, ერთი სიტყვით სრულიად მოგანდობთ იმოქმედეთ ამ საგანზე ვითარცა მე პირადად და ამა ვექილობითა კანონიერად მოიმოქმედებთ მანდა. არავითარ საჩივარს არ ავღძრავ და სრული კმაყოფილი დავრჩებით. ვექილობა ესე ეკუთვნის დროებით მცხოვრებს ქალაქ თბილისშიდ ვასილი ფარსადანის ძე ჭარბაძეს ესტატე ჭარბაძე საკუთარ ხელის მოწერას ესტატე ფარსადანის ძე ჭარბაძე ვამოწმებ ხელის მოწერითა ჩემითა და დასმითა სათანადო ბეჭდისათა, ოქტომბრის „14“ დღესა 1919 ხვანჭკარის საზოგადოების კომისარი მახალდიანი
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 მაისს დირექტორი ვუკოლ ბერიძე (საქმისმწარმოებელი მ. ბერძნიშვილი) თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორს, ნ. მახარაძეს სთხოვს, აცნობოს, რომელი საგნის მასწავლებელს გულისხმობს, როცა სამინისტროს ეკითხება, ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ჯამაგირის და ხუთწლეულების მიღების უფლებების შესახებ.
1919
ტიპი: ავტორობა
თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (საქმის მწარმოებელი თ. ლაფერაშვილი) 1919 წლის 15 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვდა ეცნობებინა, თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ თუ არა უფლება ესწავლებინათ საშუალო სკოლის ყველა კლასში და აეღოთ ისეთივე ჯამაგირი და დამატებები, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირებს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილის თხოვნა მისთვის ერთდროული დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, სკოლა თავის გამგებლობაში მიიღო გორის სამაზრო ერობამ მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, გიუნაშვილი სკოლაში 18 წელი მსახურობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის ოდენობის ერთდროული დახმარება.

