საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19041

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება სოჭის რაიონში არჩევნების საწარმოებლად კრედიტის შესახებ და დაადგინეს, ისიდორე რამიშვილს მიეცეს 20 ათასი მანეთი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის მოხსენება ბორჩალოში სომხების აგრესიული მოქმედების შესახებ და დაადგინეს: მინისტრმა აცნობოს სომხეთის მთავრობის წარმომადგენელს, რომ სომხეთის ჯარების შემოსვლას როგორც ბორჩალოში, ისე სხვაგან, საქართველოს საზღვრებში, მთავრობა მტრულ ნაბიჯად ჩათვლის და შესაფერის ზომებს მიიღებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის მოხსენება ელდიკანის ნავთზე მომუშავე პირებისთვის დამატებითი კრედიტის გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ არდიშვილის მოხსენება ყუბანიდან პურის შემოტანის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის – ბზიფის ტყეების შესახებ. ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი – გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ კი უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში აკაკი ჩხენკელს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება სამხედრო სამინისტროს შტატების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება: კანონპროექტი ჯარისკაცთა შენახვის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 11 მარტს ქრისტინე შარაშიძემ თამარ მაჭავარიანს მისწერა, რომ შორეული ძმისწულების მოლოდინში ბინა მოაწესრიგა, წიგნებისთვის თაროები გააკეთებინა და სთხოვა, მისთვის ვინმე გაეგზავნა, ვინც მას წიგნების აღრიცხვაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გასამრჯელოს მიიღებდა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან წერილი გაუგზავნა მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) ბახვში. მისწერა, რომ მათ წერილს გაზეთში გამოაქვეყნებინებდა და ბებიის ჯანმრთელობა მოიკითხა.

1944

ტიპი: ავტორობა

1944 წლის ივლისში შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა მოგონებებს გარდაცვლილი ბებიის შესახებ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ის და შალვა შარაშიძე მათ რამდენიმე დღეში ვალის გასასტუმრებელ ფულს გაუგზავნიდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ამხანაგობა „შაქრის“ წარმომადგენლებთან დადებული ხელშეკრულების პროექტის შესახებ. პროექტი დასკვნის წარსადგენად გადაეცათ ფინანსთა მინისტრსა და სახელმწიფო კონტროლიორს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 9 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ მოსკოვში თავად კომუნისტებიც არ მალავდნენ, რომ სოციალისტური მეურნეობა საფრთხეში იყო. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა სოციალისტური წყობის სწორად წაყვანის იმედი დაკარგა და თავადვე შეუდგა უნიადაგო კომუნისტური ხელისუფლების ლიკვიდაციას.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ საბჭოთა სახელმწიფოში პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებდა. მოსკოვში პური და სურსათი „ბარათებით“ გაიცემოდა. მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, დისციპლინა მუშებს შორის არ მყარდებოდა, რამაც მრეწველობის გაუარესება გამოიწვია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ „სტალინისტები“ პარტიის მთლიანობის დარღვევას ამჩნევდნენ. ქალაქებში კომუნისტებისადმი ზიზღი და უარყოფითი განწყობა სწრაფად იზრდებოდა. ხელისუფლებისადმი გლეხების ნდობაც იმსხვრეოდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ საბჭოთა კავშირში გენერალურ სამდივნოსა და საორგანიზაციო ბიუროს იოსებ სტალინი განაგებდა, ცენტრალურ საკონტროლო კომისიას - სერგო ორჯონიკიძე .

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ რუსეთში მემარჯვენე ოპოზიციონერებისთვის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა და სასოფლო მეურნეობის კოლექტივიზაცია მიუღებელი იყო, ამიტომ სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ „წმენდა“ დაიწყო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 10 თებერვალს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და თავისი სტატიის შესახებ აზრის გაზიარება სთხოვა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა ოქმი N-8, რომელიც ეხებოდა ქრისტინე შარაშიძის მიერ მომზადებული „საქართველოს ისტორიის საბუთების XII-XVIII სს“ დამტკიცებასა და გაგზავნას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რედგამსაბჭოში.

1954

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1954 წლის ჩანაწერის მიხედვით, მისი ნაშრომი „საქართველოს ისტორიის მასალები“ შეიცავდა 278 გვერდს და დართული ჰქონდა ათაბაგების გენეალოგიური ტაბულა: 1416-1537 წწ.