საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 თებერვალს აზნაურმა ვასილ ასლამაზოვმა ჩხუბის დროს დანით დაჭრა გადამდგარი კანცელარიის მოხელე თევდორე პეტროვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს, 18 საათზე, კავკასიის საარქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაზე (ოლღას ქ. N40) გაიმართებოდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა საზოგადო კრება, რომელზეც გიორგი ჩუბინაშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „წრომის ტაძარი“, ასევე აირჩევდნენ ახალ წევრებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომეხი პოეტის, ოვანეს თუმანიანის ლექსების კრებული გამოსცა მ. აფრიკიანმა. წიგნი დაბეჭდილი იყო საუკეთესო ქაღალდზე და ფასი იყო 30 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოვიდა სობინოვის იმპრესარიო ა. ლევიტოვი, რომელიც 26 და 27 იანვარს გამართავდა კონცერტებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს სომხეთის ლტოლვილთა საკითხის მოსაგვარებლად გამართულ საგანგებო სხდომაზე მონაწილეობდნენ სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, სომეხთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე თოფჩიანი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ ქიმერიონის საღამო-წარმოდგენების რეჟისორად მიწვეული იყო ლეო გალი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მომღერალი ქალის, ო. ს. კალანდაძე-აგასოვას ბენეფისი, იდგმებოდა ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მარიამ თარხან-მოურავის ბენეფისი, რომელზეც წარმოადგენდნენ ოპერას „ბოჰემა“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, 21 საათზე, ქართულ კლუბში ქართული სამუსიკო საზოგადოების კაპელა გამართავდა კონცერტს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში თბილისიდან ჩავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პართენ გოთუა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ჯაბაღიევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძეს შეხვდა ბათუმიდან ჩამოსული სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისის წევრი მ. გოგოლაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მისალოცად შეხვდნენ კონსერვატორიის დირექტორი პროფესორი ნიკოლაი ჩერეპნინი და პროფესორი ზაქარია ფალიაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა ამერიკის გენერალური კონსული ჩარლზ მოზერი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით შედგა ქართული შრიფტის შემსწორებელთა კომისიის კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე, მამადავითის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის პანაშვიდს დაესწრენ საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები, დამფუძნებელი კრების წევრები და სხვა კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ აკაკი წერეთლის ლექსს „განდეგილი“ ერთვის რედაქციის შენიშვნა, რომ ეს ლექსი დედნიდან გადმოღებულია ნების აღმსრულებელ კოტე აბდუშელიშვილის მიერ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 30 იანვარს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა წარმომადგენლების დელეგაცია მიემგზავრებოდა უკან; ვისაც სურდა წერილების მიწოდება ციმბირში, მანჯურიაში, ჩინეთსა და იაპონიაში მცხოვრები ახლობლებისთვის, უნდა მიემართათ დელეგატ დავით ივანეს ძე როსტომაშვილისთვის მისამართზე თუმანოვის შესახვევი N 24 ან დელეგატ ერმილე სიმონის ძე ხავთასისთვის, რუსთაველის ქუჩა N 1.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო თავდგირიძეს დაევალა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის (ცენტრო-ბანკი) საორგანიზაციო საქმეების მოგვარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის ციხეთა ინსპექტორმა ყიფიანმა ახალციხიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ მისი განკარგულებით დააპატიმრეს და თბილისში გამოგზავნეს ახალციხის ციხის უფროსი ჩიქოვანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროს ნებართვით დაარსდა ალექსანდრე გ. საათაშვილის პირველი ქართული ბუღალტერიის კურსები. მისამართი: დუშეთის ქ. სახლი N 9.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თამარა კიკვაძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კავკასიის დამზღვევი და სატრანსპორტო საზოგადოება განცხადებებს დაზღვევისთვის იღებდა საზოგადოების გამგეობაში, თბილისში, ოლღას ქუჩა N 8 (სოლოლაკის ქუჩა N 8) თბილისის სავაჭრო ბანკის გამგეობაში, ასევე თბილისის სავაჭრო ბანკის ბაქოს განყოფილებაში ს. ი. კარაპეტიანცთან, კავკასიის ბანკის ბაქოს განყოფილებაში ა. გ. ბურსუკთან, თბილისის სავაჭრო ბანკის ერევნის განყოფილების გამგე ა. დ. ხუდაბაშოვთან და ბათუმში.