საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება თბილისის ოთხკლასიანი დაწყებითი სკოლების გამგეთა თხოვნის – მატერიისა და ძაფის მიცემის შესახებ. დაადგინეს, რომ დაკლებულ ფასებში მიეცეთ 2250 არშინი მატერია და 200 კოჭი ძაფი.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე ა. გაჩეჩილაძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკაკი წერეთლის ისტორიული დრამები“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, შერმადინ ონიანს უნდა წაეკითხა მოხსენება „ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, დიმირტი ბენაშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება – „ჯაყოს ხიზნების“ სოციალური და ესთეტიკური კონცეფცია“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 24 დეკემბერს, 12 საათზე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე სამუშაო გეგმის მიხედვით შესავალი სიტყვა გიორგი ლეონიძეს უნდა წაეკითხა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსეთ-ბეგსა და გიორგი ჩიტაიას.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „პროფესორ იოსებ ყიფშიძის შრომები ქართული ენის შესახებ“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, არნოლდ ჩიქობავას უნდა წაეკითხა მოხსენება პროფესორ იოსებ ყიფშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, დილის 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ვლადიმერ მენაბდეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული ხორბლები და მათი როლი ხორბლის სახეობათა წარმოქმნაში“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ექსპერიმენტი და კლინიკა არტერიული ჰიპერტონიის რენული გენეზისის საკითხში“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე აკაკი შანიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „უწყვეტლის ხოლმეობითის მწკრივი ქართულში, მისი წარმოშობა და განვითარება“ (ერთი გვერდი ქართული ენის ისტორიიდან).

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ 1905 წელს მეფის რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოსვლებმა საზოგადოებრივ მიმართულებებს დაღი დაასვა. რეაქციონერი წრეები მეფის რეჟიმს ძლიერი სიმკაცრით უწყობდნენ ხელს.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ალექსანდრე დიდებულიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ფოტოოპტიკური სამეცნიერო-ექსპერიმენტული ანალიზის მეთოდიკა – უხილავის ფოტორეპროდუქცია“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ალექსანდრე თვალჭრელიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ბენტონიტური თიხის ასკანის საბადოების ათვისების პრობლემა“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ნიკოლოზ ბერძენიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ცხოვრება და მოღვაწეობა“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ანდრია აფაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია და ქართული არქეოლოგია".

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, როგორც ენათმეცნიერი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ივნისს ბათუმის გიმნაზიის დირექტორი აკაკი ფაღავა განათლების სამინისტროს ბუნებისმეტყველების მასწავლებელ დ. კალანდარიშვილის თხოვნასთან დაკავშირებით მიმართავდა. სასწავლებელში საბუნებისმეტყველო კაბინეტის უქონლობა პედაგოგს არ ათავისუფლებდა გაკვეთილებზე გაწეული შრომისგან, ამიტომ ის კუთვნილ ფულს მოითხოვდა. აკაკი ფაღავა ადასტურებდა, რომ დ. კალანდარიშვილიც და იმავე საგნის მასწავლებელი კაციტაძეც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ითხოვდა განმარტებას წარმოებული ცდების ანაზღაურების რაოდენობასთან დაკავშირებით.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ივნისს ბათუმის გიმნაზიის დირექტორი აკაკი ფაღავა განათლების სამინისტროს სწერს, რომ გიმნაზიების შტატებში ბუნებისმეტყველების კაბინეტის გამგეობისა და ცდისათვის ნაჩვენებია სულ 900 მანეთი, პარლამენტიდან მიღებულ დებულებაში კი წერია, რომ ამ საქმისთვის მასწავლებელს წლიურად მიეცემა კლასზე 300 მანეთი. ის განათლების სამინისტროსგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ნათქვამია, რომ 23-ე ვაჟთა გიმნაზიაზე, რეალურ სასწავლებლებზე, საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე, 21 ქალთა გიმნაზიაზე ხაზინიდან სულ 1 940 964 მან.39 მანეთი იხარჯებოდა. კომერციულ სასწავლებლებზე კი – მხოლოდ 1918 წლის 3 მარტის კანონით დადგენილი თანხა. საშუალო სკოლებს სიძვირის გამო ხაზინიდან დანამატი ეძლეოდათ. ეს ხარჯები 5 137 703.65 მანეთს შეადგენდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ", ნათქვამია, რომ თბილისის 21-ე ქალთა გიმნაზიაზე ხაზინიდან 323 755 მანეთი და 90 კაპიკი იხარჯებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ", ნათქვამია, რომ თბილისის საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე ხაზინიდან 484 791 მანეთი და 50 კაპიკი იხარჯებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ", ნათქვამია, რომ თბილისის რეალურ სასწავლებლებზე ხაზინიდან 235 149 მანეთი და 08 კაპიკი იხარჯებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ნათქვამია, რომ თბილისის 23-ე ვაჟთა გიმნაზიაზე ხაზინიდან 557 267 მანეთი და 85 კაპიკი იხარჯებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში იყო 24 ვაჟთა გიმნაზია (ამასთან ოთხი ოთხკლასიანი გიმნაზია – V, VI, VII, VIII კლასები), სამი რეალური სასწავლებელი, 21 ქალების გიმნაზია, ოთხი საოსტატო სემინარია, ერთი ინსტიტუტი და სამი კომერციული სასწავლებელია (ორი თბილისში, ორი ქუთაისში).