რეგისტრირებული ფაქტები19327
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: ავტორობა
1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სწრაფი სამუშაოები მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ფიზიკური, ზოოლოგიური, ბოტანიკური, გეოგრაფიული და სხვა სახეობის ლაბორატორიების მოსაწყობად. მათი ნაწილი დასრულებული იყო და უნივერსიტეტთან ერთად გაიხსნებოდა. ასევე იხსნებოდა უნივერსიტეტის უმდიდრესი წიგნსაცავი, რომელსაც აკადემიური სამკითხველოს სახით „26 კომუნარების“ სახელობის კარგად მოწყობილი ვეებერთელა დარბაზი ჰქონდა. უნივერსიტეტში იყო დასასვენებელი სამკითხველო-დარბაზიც დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საზღვარგარეთული ლიტერატურით, ლამაზად მორთული კლუბი, თეატრი და სხვ.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 12 მარტს, 13:20 საათზე, დაიწყო მორიგი სასამართლო სხდომა კათალიკოს ამბროსისა და საკათალიკოს საბჭოს წევრების საქმეზე. დაცვის ადვოკატი კირილე ნინიძე აცხადებდა, რომ მუშაობისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდათ, კერძოდ, პრესაში ვრცელდებოდა წერილები, რომლებშიც დაცვის ადვოკატებს სინდისით მოვაჭრეებს უწოდებდნენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ – „დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას უშვრებიანო“. დაცვის მხარე ამ გარემოებათა შესახებ სასამართლოს წერილით მიმართავდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 ივლისს კანცელარიის დირექტორმა გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიამ იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ეროვნულ საბჭოს კანცელერიაში გაგზავნა წერილი, რომელშიც ეროვნულ საბჭოს სთხოვდა მთავრობის მიერ დადასტურებული შემდეგი კანონპროექტების განხილვას: „კანონპროექტი კანონთა გამოქვეყნებისა", „კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ" და „კანონპროექტი 1914 წ. 16 დეკემბრის დროებითი კანონის/ ზოგიერთ არსებულ გადასახადთან გადიდების მოქმედების გაგრძელების შესახებ 1919 წლის 1 იანვრამდე".
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ივლისში საქართველოს რესპუბლიკის საქმეთთა მმართველმა სარგის კაკაბაძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას მისწერა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ მთავრობისგან 29 ივლისის სხდომაზე მიეწოდათ და ეროვნულ საბჭოს წარედგინა დასამტკიცებლად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა და კანცელარიის დირექტორის მადგილემ ა. პონიატსკიმ თბილისის მიწის სასაწავლებლის სახალხო განათლების სამინისტროსთვის გადაცემის კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანცელარიის საბჭოს დროულად დასამტკიცებლად გაუგზავნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას იუსტიციის სამინისტროსგან (საქმისმწარმოებლის მაგიერ ხელს აწერს დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი) გაუგზავნა წერილი, რომელშიც N2891-ის წერილის საპასუხოდ ატყობინებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონის ტექსტი გამოცხადებული იყო გაზეთ „Кавказ“-ის 9 ივლისის N140-ში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 ივლისს, 3 საათსა და 46 წუთზე იუსტიციის მინისტრმა შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასგან ტელეფონოგრამით (რომელიც გადასცა ალექსანდრე მიქაბერიძემ და მიიღო არტემ ახნაზაროვმა), მათ განკარგულებაში არსებულ ყველა დაწესებულებაში სიკვდილით დასჯის კანონის სასწრაფოდ გამოკვრის ბრძანება მიიღო.

