რეგისტრირებული ფაქტები19147
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი იუსუმბეკოვს აზერბაიჯანულად მიესალმა და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარე ა. აგარონიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს, გერასიმე თომას ძე მახარაძეს მიესალმა. მან ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და 1918 წლის სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო მწუხარება გამოთქვა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულების მიხედვით, მთელი ქონება, გარდა იმისა, რაც მთავრობის სხვადასხვა დაწესებულებას სჭირდებოდა, 23 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ინგუშთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ზაბალიევმა მთავრობას დეპეშით შეატყობინა, რომ ინგუშთა ეროვნული საბჭო ყველა ზომებს იღებდა საქართველოს სამხედრო გზით მიმავალ ლტოლვილთა გასაშვებად. საბჭო სთხოვდა მთავრობას, რომ აღარ გაეგზავნათ იქ ლტოლვილები, რადგან მათ გადაყვანას ვეღარ უზრუნველყოფდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის მაზრაში მილიციის განყოფილება დააარსა. ხარჯებისა და შტატების შესახებ დეკრეტის შედგენა დამფუძნებელ კრებაში წარსადგენად შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს დაევალა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სახალხო გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, ქართულ მხარეს და იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც აფხაზეთიდან ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას, მოხდა შეტაკება და ქართულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაამარცხა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხდებოდა დამატებითი ზომების მიღება, რათა შესრულებულიყო დამფუძნებელი კრების დეკრეტი „თავისი ნებით წასვლის და სამსახურიდან გაქცევის პასუხისმგებლობისა და 2 აგვისტოს სამხედრო ბეგარის აუსრულებლობის, ამ დანაშაულის დაფარვის და წაქეზებისათვის დასჯის“.

