რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო კონტროლიორის, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება რუსეთის წითელი ჯვრის ლიკვიდაციის შესახებ და დაადგინეს, მიწათმოქმედების მინისტრს მიეცეს 320 000 მანეთი მომარაგების კომიტეტიდან მის სალიკვიდაციოდ იმ პირობით, რომ ეს ვალი კომიტეტს გადაუხადოს წითელი ჯვრის ქონების ნაწილის გაყიდვით, დანარჩენში მიეცეს საკრედიტო მოწმობები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ და დაადგინეს, უნივერსიტეტს უფლება მიეცეს, ისარგებლოს მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით, პროზექტურით, საფერშლო და საბებიო სკოლების შენობებითა და მოწყობილობებით საუნივერსიტეტო სწავლების მოსაწყობად.
1953
ტიპი: ავტორობა
1953 წლის 13 ნოემბერს საგამომცემლო სამმართველოს უფროსმა, დ. კომახიძემ ქრისტინე შარაშიძეს აცნობა, რომ საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხად ნაშრომი „ვახტანგ მე-6-ეს სტამბის 240 წელი“ შეიტანეს გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ 1954 წლის თემატურ გეგმაში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები – ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე, ნოე ხომერიკი, მოადგილეები – გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი ერაძე, ალექსანდრე მდივანი, გრიგოლ გველესიანი, გ. აბხაზი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, საქმეთა მმართველი სერგო ჯაფარიძე და მდივანი ვ. კანდელაკი. სხდომის ჟურნალის პირი, რომელსაც ხელს საქმეთა მმართველის მაგივრად გრიგოლ რობაქიძე აწერდა გაეგზავნა გზათა მინისტრს.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ რუსეთში არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო. ამ მიზნით ისინი „წმენდდნენ“ ორგანიზაციებს, არასასურველ პირებს აპატიმრებდნენ, სოფლის მცხოვრებთა დასაშინებლად ცენტრიდან აგიტატორებს გზავნიდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ქ. ფოთის, ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ კარალოვის 1918 წლის 17 დეკემბრის ბრძანების თანახმად და მისი დავალებით, მოვალეობების ცოდნის შესამოწმებლად ტელეფონით გამოკითხეს თბილისის სადგურის უფროსი ბარკალაია: რომელ საათზე გადიოდა სამხედრო მატარებელი სანაინის საგურიდან. მან უპასუხა, რომ ეს სამხედრო საიდუმლოება იყო და ტელეფონით ვერ აცნობებდა. ეს ამტკიცებდა, რომ იგი თავის ვალს კეთილსინდისიერად იხდიდა, ამიტომ სამსახურის სახელით მადლობა გამოუცხადეს. ხელს აწერდა გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვიც.

