რეგისტრირებული ფაქტები19584
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 მარტს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი, მიწათმოქმედების, გზათა მიმოსვლის და შრომის მინისტრს სწერადა, რომ გზათა სამინისტროს რწმუნებული აკაკი ჩოჩუა სამმართველოსგან ყოველგვარი ფულით 1919 წლის 20 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე დაკმაყოფილებული იყო, ამ დღიდან ჩოჩუა გზათა სამინისტროს განკარგულებაში იყო გადაყვანილი, რადგან ფლოტილიის საქმე მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 იანვარს გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ მდინარე რიონზე ნაოსნობის მომწყობ და მიმღებ რწმუნებულ აკაკი ჩოჩუას დაავალა, წასულიყო ფოთში და მიეღო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს მიერ შედგენილ სიაში აღნიშნული ყველა გემი. განკარგულებას ხელი მოაწერა საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 25 დეკემბერს გზათა სამინისტროს საავტომობილო განყოფილების ბუღალტერიის წარმომადგენლებმა სალიკვიდაციო ნაწილის გამგე ნ. მაჭავარიანს სთხოვეს, რომ მათთვის სალიკვიდაციო ნაწილებიდან მაგიდა და კარადა დაეთმოთ. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: განყოფილების მმართველის თანამდებობის შემსრულებელმა ინჟინერმა მ. ჯიმშალეიშვილმა და ბუღალტერმა ა. ნაროუშვილმა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 იანვარს გზათა მინისტრის ფინანსთა მინისტრისთვის გაგზავნილ ტელეფონოგრამაში ნათქვამია, რომ საოლქო გზათა სამინისტროსთან შექმნილი იყო კომისია გემებისა და ფოთის პორტის ქონების მისაღებად. კომისია უახლოეს დღეებში ფოთში უნდა გასულიყო. ოლქის განკარგულებაში საზღვაო საქმის სპეციალისტების არარსებობის გამო კომისიაში მიიწვიეს პირები, რომლებიც დღიურ ანაზღაურებას იღებდნენ და თუ ქონების გადაცემა დროებით შეჩერდებოდა, ეს გარემოება, სანაოსნო მიმოსვლის შეჩერების გარდა, გამოიწვევდა არამწარმოებლურ (კომისიის წევრთა ანაზღაურების) ხარჯებს. ტელეფონოგრამას ხელს გზათა მინისტრის მაგივრად ისიდორე მალანია აწერდა.
1919
ტიპი: ავტორობა
გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა (კანცელარიის გამგის მაგივრად ხელს აწერს ნალბანდიშვილი) 1919 წლის 28 იანვარს გზათა მინისტრს სთხოვა – ვინაიდან ფოთის ნავსადგურის გემების მიმღები და შავ ზღვაზე მომწყობი კომისიის წევრები გზატკეცილების სამმართველოს მოხელეებად არ ითვლებოდნენ და მათი მიღება სამსახურში მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა კომისია გემების მიღებას დაამთავრებდა და გაარკვევდა იმ საორგანიზაციო სამუშაოს, რაც ნაოსნობის მოგვარებამდე უნდა ჩატარებულიყო – განკარგულება გაეცა, კომისიის წევრებისა და მის მიერ დანიშნული რწმუნებულის, აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუასთვის მიეცათ დღიური ჯილდო 50 მან. – მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ კომისია იმუშავებდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 იანვარს ფოთის პორტის უფროსმა, I რანგის კაპიტანმა ბ. ჭავჭავაძემ გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს მიმართა ბათუმის სამხედრო ნავსადგურის იმ ქონების გადაცემის თაობაზე, რომელიც მან ბათუმის ფლოტის უფროსობის დროს ფოთში გაგზავნა. ტვირთი ფოთის მაგივრად თბილისში ჩავიდა გზათა სამინისტროს განკარგულებაში. გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი გზათა მინისტრს მიმართავს, რომ ამ საკითხის შესახებ დასკვნას ვერ გააკეთებს, სანამ ფოთიდან არ დაბრუნდება კომისია ინჟინერ პისტრიაკოვის თავმჯდომარეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა ფოთის პორტის საჭიროების ადგილზე გაცნობა. ხელს აწერს კანცელარიის გამგე როლკე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა ი. დადიანმა გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს აუწყა, რომ მინისტრის 1919 წლის 21 იანვრის N11 ბრძანების თანახმად, ფოთის პორტის ფლოტილიის მისაღებად და ნაოსნობის მოსაწყობად დანიშნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ინჟინერი პიასტრიკოვი, წევრები: ინჟინერ-მექანიკოსი დიმიტრიევი, ალექსანდრე ალანია და ფილიპე სპრინკველი. კომისია მალე გაემგზავრებოდა ფოთში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 27 ნოემბერს საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო მინისტრ გიორგი ჟურულს წერილობით სთხოვა, ეცნობებინა, როდის შეეძლო მისდამი რწმუნებულ სამმართველოს ფოთის პორტის სამმართველოსგან გემების ჩაბარება და გადმოსაცემი გემების სია გაუგზავნა. გიორგი თუმანიშვილთან ერთად წერილს ხელს კანცელარიის გამგე როლკე აწერდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 დეკემბერს თბილისის ოლქის გზათა სამინისტროში, ინჟინერ თუმანოვისადმი გაგზავნილ დეპეშაში, რომელსაც ხელს რ. ჯავახოვი აწერდა ნათქვამი იყო, რომ გემი „Пенай“ ნოვოროსიისკში 16 დეკემბრის საღამოს უნდა გასულიყო. გ. თუმანოვს სწერდნენ, რომ სხვა გემების გასვლის შესახებაც შეატყობინებდნენ.
1917
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს, ლივადიაში, იმპერტაიროს მიერ ხელით მინაწერი „ასე იყოს“ უტყუარი დასტური იყო სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიერ მოწონებული კანონის (9-გვერდიანი დოკუმენტი) – შტურმანებისთვის ახალი წესების დადგენის შესახებ სავაჭრო ფლოტის საზღვაო გემებზე. დოკუმენტი დამოწმებული იყო სახელმწიფო მდივნის, მაკაროვის მიერ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 24 ივნისს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ს. ტიმაშევმა დაადასტურა „სავაჭრო ფლოტის საზღვაოსნო გემებზე შტურმანების საცურაო ცენზის გამოსათვლელი წესების“ უტყუარობა. ეს იყო 18-მუხლიანი დოკუმენტი შტურმანის წოდების მიღების მსურველთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. დოკუმენტს სავაჭრო ნაოსნობის განყოფილების უფროსის ნაცვლად ხელს აწერს ს. ვესელაგო; განყოფილების უფროსის მაგივრად დაამოწმა პ. ვასილევმა. წესები ძალაში უნდა შესულიყო 1911 წლის 1 იანვრიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 ოქტომბერს აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ გზათა და მრეწველობის მინისტრს საზღვაო და სამდინარო სანაოსნო-სატრანსპორტო სააქციო საზოგადოების დაარსების შესახებ განცხადებით მიმართა და შუამდგომლობდა საზოგადოების დამაარსებლებს გადასცემოდათ ყოფილი მესამე ზურგის რაიონის ყველა სამდინარო და საზღვაო გადასაზიდი საშუალება, მთავრობის კუთვნილი ყველა გემი, მიწახაპიები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები – საწყალოსნო ტრანსპორტის მიწოდებისთვის და გასამართად იმ რაიონებში, სადაც სანაოსნო მდინარეები და შავი ზღვის პორტებს შორის მიმოსვლა იყო. საზოგადოების წესდება მუშავდებოდა და მალე შესაბამის სამინისტროს წარედგინებოდა დასამტკიცებლად.

