რეგისტრირებული ფაქტები32777
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბერს ეკატერინე გაბაშვილი მატარებლით ქუთაისში უნდა ჩასულიყო. იქ მწერალს ქუთაისის ქალთა წრის საზოგადოების წევრები დახვდებოდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ის. ბოსტაგანოვმა სასკოლო ფონდს ათი მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიტროფანე ბარკალაიამ სასკოლო ფონდს 2 მანეთი შესწირა, ბაქოს ქართველმა კათოლიკეებმა კი — 12 მანეთი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ილია გვარამაძემ სასკოლო ფონდს 7 მანეთი შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის სასარგებლოდ გამართულ ლექციაზე მ. ცეცხლაძეს ილიას ნაწერები ქართულად უნდა განეხილა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ოქტომბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ 1897 წელს გზათა სამინისტროს ინჟინრის, კუდნიცკის პროექტით თბილისი-კავკავის სარკინიგზო გზის შესასწავლად 150 000 მანეთი უნდა გამოეყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი ოჯახთან ერთად ქუთაისიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვი აბასთუმანში გაჭირვებულებს 200 თუმნით დაეხმარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნ. ბ. ერისთავი, ივანე გიორგის ძე ბარათაშვილი, დ. ნ. ჭავჭავაძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და მაკ. ჭავჭავაძე კავკასიის და შავი ზღვის ნავთის მრეწველობის საზოგადოების თავმჯდომარეობის კანდიდატები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს მღვდელ ტარას ძიგრაშვილს ქუთაისის მაზრაში 105 სკოლა ჰქონდა ჩაბარებული.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 19 იანვარს რუსეთის დიდი მთავარი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი კავკასიაში ჩამოვიდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ფოთმა, ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის მოურავობის დროს, ნავსადგურის ასაშენებლად სესხის აღების ნებართვა მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყაჩაღი ჭელია 4-5 წელი იმალებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ი. ჩლაიძემ ბაგრატის ტაძრის ზღუდის გამკეთებელ კომისიას 5 მანეთი შესწირა, ა. კვანტრაძემ – 5. 10 მან., პ. ყიფშიძემ – 30.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არისტო ჭუმბაძის საქმე სასამართლო პალატამ გადადო, რადგან სასამართლოზე არ გამოცხადდა მღვდელი, რომელიც რედაქტორს ადანაშაულებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ გიორგაძე სამხედრო სამსახურიდან იყო გამოქცეული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ოქტომბერს სიმონ ალექსის ძე ქვარიანს ქალთა წრის მორიგ კრებაზე ქართულ ლიტერატურაზე უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის სასარგებლოდ ოდესაში საღამო უნდა გაემართათ. საღამოზე სიმონ ავალიანს რუსულად უნდა წაეკითხა ლექცია ილიას შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს საარჩევნო კრების დარბაზში აკაკი ჩხენკელი დააპატიმრეს. იგი დეპუტატად არჩევის შემდეგ გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში შალვა გიორგის ძე შარაშიძემ გუბერნატორის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ქუთაისში ყოველკვირეული ჟურნალის, „ჩვენი თეატრის“ გამოცემის უფლების მისაღებად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ნაზარი ლეჟავამ ბაგრატის ტაძრის ზღუდის გამკეთებელ კომისიას 23 მანეთი შესწირა, არისტოტელე ქუთათელაძემ – 5 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი როსტოვში იყო გადასახლებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ოქტომბერს სოფ. ლეღვეთში დაჭრილი შალვა ჩიქვინიძე ყვირილის სამაზრო სატუსაღოდან ჩამოიყვანეს და საგუბერნიო სატუსაღოში მოათავსეს.

