საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს იასონ გაბილაიას რედაქციით ყოველკვირეული ჟურნალი „შრომის კავშირი“ გამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გიორგი ბურჭულაძემ მეთოდე კაკაბაძესთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლა შეამოწმა და სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე ივარაუდეს, რომ 1916 წელს გამგეობის შემოსავალი 14590.19 მანეთი იქნებოდა, გასავალი კი — 10534.68 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფიო მიქელაძეს მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში მდებარე სახლის დაცლის შესახებ ცნობა მიუვიდა. სახლი მეორე დღეს უნდა დაენგრიათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბრის გაზეთ „რეჩში“ ქართველი დეპუტატის, ვარლამ ლევანის ძე გელოვანის სურათი იყო დაბეჭდილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მიხეილ ნასიძე ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში შესასვლელად მოსწავლეებს ამზადებდა. მათ დამთავრებული უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო სასწავლებელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისში გამართული ბამბის მრეწველთა კრება ნამესტნიკის თანაშემწემ, ვატაციმ გახსნა და მისალოცი სიტყვა წარმოთქვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჩხიკვაძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი სახალხო სიმღერების კრებული „სალამური“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თბილისში გ. ი. გძელიშვილს რუსული გაზეთის, „ამიერკავკასიის მიმოხილვის“ გამოცემის უფლება მისცეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ერევნის ინტელიგენციას ერევანში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების განყოფილების დაარსება სურდა. გუბერნატორმა ტიზენგაუზენმა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარეს ერევნის ინტელიგენციის თხოვნა გადასცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, კოტე მარჯანიშვილი, კოტე შათირიშვილი, სვიმონ სვიმონიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, თუთბერიძე, მიხეილ ჯანოევი, თამაზიშვილი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კოტე მარჯანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ ნიკო ხიმიკაშვილის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ადამიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ პავლეს როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული პიესების – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ ნენილას როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნატო გაბუნია-ცაგარლისა ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ბარბარე თულუხჩოვის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გედევან გედევანოვი ქართული დრამატული საზოგადოების დასის დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ მინასას როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“, „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ავალიშვილისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნინო ჩხეიძე, ივანიძე და სხვ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 ნოემბერს ი. კირთავა გელაზაროვსა და გრუზენბერგს უნდა დაეცვათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ლუკა მამალაძეს სოფ. ქვაბღაში ოთხი წლის წინ წერა-კითხვის სკოლა გაუხსნია და მასწავლებლად თვითონ დამდგარა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის დასასრულს ვალერიან შალიკაშვილმა ავადმყოფობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მუშაობაზე უარი თქვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მიხეილ ნასიძე მოსწავლეებს მიხეილის ქუჩაზე ანდერსონის სახლის №149-ში ამზადებდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე პეტრე ქავთარაძეს აჭარელთა მდგომარეობის შესასწავლად 400 მანეთი გამოუყვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობამ საკანცელარიო, საფოსტო და სხვა წვრილმანი ხარჯების დასაფარად 179.59 მანეთი გამოყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მინა მაისაშვილისა და ბაგრატ კვიკვიძის საქმე უნდა განეხილა.