რეგისტრირებული ფაქტები19803
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
ტიპი: ავტორობა
ამიერკავკასიის საქარხნო კრებაზე დ.გ აბხაზმა გააკეთა მოხსენება. მისი თქმით , პოლიტიკურ მოწყობასთან იდგა ეროვნულ-სამეურნეო მდგომარეობის დარეგულირების საკითხი. ანარქიისა და ეკონომიკის ნგრევის ტალღამ ჩაითრია ამიერკავკასიაც. საჭირო იყო მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება და სახელმწიფოს ეკონომიკური ორგანოს შექმნა, რომელიც გადაიდო პოლიტიკური მდგომარეობის გამო. საჭირო იყო შექმნილიყო ძლიერი ერთიანი კავშირი , რისთვისაც აბხაზი კომიტეტს თავაზობდა 1) მივესალმოთ დროებით სახალხო მთავრობის გაჩენას და აღმოვუჩინოთ ერთიანი მხარდაჭერა. 2) სახელმწიფო მდგომარეობამდე ვცნოთ საერთო სახელმწიფო მდგომარეობა რაიონული კომიტეტების შესახებ. სარაიონო გაერთიანების ორგანო ეროვნულ- სამეურნეო ცხოვრების რეგულირების შესახებ( ამიერკავკასიის დროებით რაიონულ- ეკონომიკური კომიტეტი)
1918
ტიპი: ავტორობა
ნავთობის ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის წარმომადგენელმა კ.ი. სანიცკიმ 1918 წლის 28 მარტს ჩატარებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის 16 მარტის დადგენილება იყო ბიუროკრატიული ქმედება, რაც სამთო განყოფილებას განადგურებამდე მიიყვანდა. ადგილობრივი ქვანახშირი ჯერ კიდევ არ იყო მორგებული ფართო მასებზე და არც ყველა სახეობა იყო საკმარისად გამოკვლეული.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო მზრუნველობის კომისარის სახელზე 1918 წლის 14 მარტს გაიგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც კავკასიის ჯარის დემობილიზაციის გამო, ექიმები, რომლებიც საერთო გაწვევისას მსახურობდნენ , ეხლა განთავისუფლებულნი არიან საქმიანობისგან და უნდა დაუბრუნდნენ თავიან მუდმივ სამუშაოს. შესამჩნევი ეპიდემიის ზრდის გამო ,გუბერნიისა და სამხარეო კომისარიატებმა სამედიცინო პუნქტებს უნდა მოთხოვონ, შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩაითვლებიან, როგორც სამსახურის დამტოვებლები.ამ წერილს ხელს აწერენ სამედიცინო სამმართველოს კომისარი ვლადიმერ მახვილაძე და საქმთა მმართველი მმართველი ფ, ფეხნერი
1920
ტიპი: ავტორობა
1940 წლის 5 თებერვლის გაზეთ „კომუნისტში“ რეჟისორმა ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავამ განაცხადა: „ფილმ „ქრისტინეზე“ მომუშავე ოპერატორი სრულიად უვიცი გამოდგა. ჩემი თხოვნა, ზოგიერთი რამ უფრო მსხვილად გადაეღო, უყურადღებოდ დასტოვა. ამაზე ჩვენ დიდი ჩხუბი მოგვივიდა და სოფელ აჭში ოპერატორი თავისი აპარატით მაღლობიდან ჩამოვაგორე“.
1919
ტიპი: ავტორობა
რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა იყო ანეტა ქიქოძე, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ჭიათურის შავი ქვის საექსპლუატაციო საზოგადოება „ჩემოს“ წევრს, მ. ს. მანუილიდისს ბათუმში, მატარებელ “ნორმანში” ჩატვირთული 62 ვაგონი საბადოს პარიზში დიუნკერისათვის საბაზრო ფასად მიყიდვა ევალებოდა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ორგანიზაცია “ჩემოს” სახელით და მიღებული თანხა, იმავე ვალუტაში ორგანიზაციას დარჩებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბერს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა და კომიტეტის წევრმა ბ. ა. პაპავამ სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცწარმოების სახელზე გააგზავნეს წერილი, რომელშიც ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება ”ჩემოს” კომიტეტი მარგანეცმწარმოებლებს 7. 050 ათასი ტონა მარგანეცის გამოტანის უფლების გაგრძელებას სთხოვდნენ.
ტიპი: ავტორობა
ზარმაირ სიმონიანმა დაშნაკცუტუნის პარტიის მდივანმა გადასცა ტელეგრამა კარავაევადან, სადაც “ყაზახეთის” დაშნაკცუტუნის პარტიული კომიტეტი ითხოვდა გაეგზავნათ შემწეობა ჯარისკაცების ოჯახებისათვის და დააეფუძნებინათ კარვანსარების შეწყალების კომიტეტი
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 26 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის სახელზე ბათუმის ქალაქის თავმა საბახტარიშვილმა დაწერა განცხადება , მისი თქმით : ბათუმის ოლქი, ისევე როგორც ქალაქი ბათუმი ხეიბართა საქმის განხრით ეკუთვნის ქუთაისის გუბერნიას, რომელსაც წარუდგენს კრედიტების, ერთჯრადი საკვებისა(პაიოკი) და სხვა დანარჩენის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიას.. ბათუმმა ითხოვა ერთჯერადი საკვების (პაიოკის) გაზრდა, მაგრამ ქუთაისმა უარი განაცხადა რატომ? კანონით ბათუმს ეკუთვნის, მითუმეტეს ქუთაისის გუბერნიამ უკვე ამოწურა კრედიტი ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის თვეებზე , ბათუმის ოლქს ჩვეული წესისამებრ ეკუთვნის 9რუბლი და 84 კაპ. ამასთანავე ბათუმმა ნოემბრის თვისათვის გახსნა კრედიტი 11 020 პუბლი და 80 კაპ. თუკი ჩავთვლით ერთჯერადი საკვების ზომას 20 პუბლი, რასაც ექომაგებიან , თვიური კრედიტი გაიზრდება 18. 794რ და 40 კაპ. 38 200 პუბლამდე და ნოემბრისა და დეკემბრის თვისათვის 30 784 პუბლი და 80 კაპიკი და ამასთან ერთად საჭიროა გავაფართოვოთ საკითხი საჭმლის მომავალ თვეებში გაზრდაზეც.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ნოემბერს წარმომადგენლობითი სამხარეო კომისარი ვართაპედოვი თბილისის სამხარეო კომისარ აგაჯანოვს სწერს, რომ რესურსების უქონლობის გამო ადამიანები იხოცებიან, ზოგი თვეობით ვერ იღებს ხელფასებს, დაიწყო ქალთა ბუნტი, რასაც შესაძლოა საშინელი შედეგები მოჰყვეს. ვართაპედოვი ითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას.
1917
ტიპი: ავტორობა
დროებითი მთავრობის 1917 წლის 27 აგვისტოს დადგენილების (Приказ Министра Продовольствия, 1 Сентября 1917 года, N 61, Об изменении цен за переработку зерна в муку и крупу) შესაბამისად, რომლის ძალითაც მარცვლეულზე ფასი გაიზარდა და 1917 წლის 25 მარტის დადგენილების მიხედვით, რომლის ძალითაც პურეული სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა, დადგინდა დროებითი ზღვრული ფასები 1 პუდი (1 пуд = 16,380496კგ.) მარცვლეულის გადამუშავებაზე შემდეგი განაკვეთით: ხორბლის მსხვილად დაფქვა - 60 კაპიკი, ჭვავის მსხვილად დაფქვა - 50 კაპიკი, ხორბლისა და ჭვავის დაფქვა (простой размол) - 40 კაპიკი, ქერის ბურღულის დაფქვა - 50 კაპიკი. დაფქვისთვის ამ ნიხრებით გადახდა მოხდებოდა 1917 წლის 1 სექტემბრიდან. დადგენილებას ხელს აწერდა სურსათის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ზელგეიმი.

