რეგისტრირებული ფაქტები2089
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ბეჟანის ძე ბაქრაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ბიღასში მდებარე 12 დესეტინა და 629 კვადრატული საჟენი სათიბი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბესუკა და გიორგი ოქროპირის ძე მემანიშვილებს, ივანე და ლუკა კაციას ძე მემანიშვილებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ რუფოთში მდებარე 7 დესეტინა ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლასურიაშსა და მოხაშში მდებარე 34 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე დავითის ძე ბაკურაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ თაბორში მდებარე 5 დესეტინა და 750 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით ზაალის ძე ჩიქოვანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ უცხერში მდებარე 14 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი ზვარი და ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1830
ტიპი: მფლობელობა
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდა სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი, კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვს ეკუთვნოდა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს ჰქონდა მეურნეობა გორის მაზრაში, სოფელ სატივეში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვასილ და გრიგოლ გიორგის ძე ბოჭორიშვილებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ რუფოთში მდებარე 8 დესეტინა და 1450 კვადრატული საჟენი ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ცხრაწყაროში მდებარე 39 დესეტინა და 122 კვადრატული საჟენი ზვარი, ტყე და სახნავ-სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხაილის აზნაურობის ბანკის განცხადება, რომ გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე მამულები, რომელთა მფლობელები იყვნენ: ნიკოლოზ ანტონის ძე ფირალოვი და ელისაბედ სვიმონის ასული ჩარექოვი. ასევე გაიყიდებოდა სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე მამულები.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის პირველი სექტემბრისთვის თბილისის გუბერნიის სამმართველოში იყიდებოდა მამული, რომელიც ეკუთვნოდათ მაკაროვის მემკვიდრეებს.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 3 სექტემბრისთვის თბილისის გუბერნიის სამმართველოში იყიდებოდა მამული, რომელიც გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მურად მურადოვს.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 7 სექტემბრისთვის თბილისის გუბერნიის სამმართველოში იყიდებოდა მამული, რომელიც გარდაცვალებამდე ეკუთვნოდათ იაგორ და სამსონ ალენიჩებს.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნესტორ მხეიძეს ლანჩხუთში აფთიაქი ჰქონდა.
1893
ტიპი: მფლობელობა
1893 წელს მიხეილ სტეფანეს ძე ბეთანიშვილს ბათუმში ჰქონდა ბაღი, რომელშიც ტროპიკული მცენარეების ნერგებს ახარებდა და ყიდდა.