რეგისტრირებული ფაქტები19424
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, თბილისურმა გაზეთებმა უკვე ამცნეს თავიანთ მკითხველებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა 18 იანვარს ქუთაისის ახლად შექმნილი ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე მიღებული დადგენილების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა კონკურენციას არ გაუწევდა თბილისში არსებულ საზოგადოებას და ხელს შეუწყობდა მისი დაბეჭდილი წიგნების რეალიზაციას.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თელავის სამოქალაქო სკოლის ღარიბი შეგირდების დამხმარე საზოგადოების გამგეობამ მეჯლისი და ლატარია ალეგრი გამართა. მათ შემოსავლიდან რვა თუმანი საზოგადოების გამგეობას გადასცეს და ოთხი თუმანი რუსეთში მოუსავლიანობის გამო მოშიმშილე მოსახლეობას გაუგზავნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ძმა, ნოე რამიშვილი, რძალი მარიამ ქაიხოსროს ასული და ძმისწულები – ბენიკო და აკაკი ნოეს ძენი რამიშვილები იუწყებოდნენ, რომ ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილს 5 მარტს, საღამოს 5 საათზე კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოდან გამოასვენებდნენ თბილისის სადგურზე. მიცვალებულს დაკრძალავდნენ 7 მარტს, სოფელ ქვემო სურებში ახლად გარდაცვლილი მამის, ბესარიონ რამიშვილის გვერდით.

