რეგისტრირებული ფაქტები32722
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1821
ტიპი: ღონისძიება
1821 წელს აფხაზეთის მთავრის, საფარ-ბეის სიკვდილის შემდგომ, ოსმალეთის სულთნისა და ასლან-ბეის მიერ შეგულიანებულ აფხაზებს აჯანყება მოუწყვიათ.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წელს აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის უფროსი შვილი დიმიტრი შარვაშიძე სანქტ-პეტერბურგში პაჟთა კორპუსში მიუბარებიათ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეისა და მის ოჯახს ქრისტიანობა მიუღიათ.
1808
ტიპი: ღონისძიება
1808 წელს ქელეშ-ბეის მკვლელობის შემდეგ ასლან-ბეი სოხუმ-კალეს ციხეში გამაგრებულა, თუმცა რუსებისა და ქელეშ-ბეის ოჯახის წევრების შეტევას ვერ გაუძლო და ჩერქეზებთან გაქცეულა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ოსმალეთის სულთან მუსტაფა IV-ს ქელეშ-ბეის წინააღმდეგ აუმხედრებია მისი შვილი ასლან-ბეი, შეპირდა რა ამ უკანასკნელს სამთავროსა და მრავალ სხვა ჯილდოს.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წელს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეიმ თავშესაფარი მისცა ოსმალეთის სულთნისგან გამოქცეულ ტრაპიზონის ფაშას.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, სადაც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. ანგარიშის მიხედვით, მეფე გიორგის ცხედარი მეორე დღესვე გადაუსვენებიათ სიონის საკათედრო ტაძარში, რადაგან მის საცხოვრებელში, რომელიც სულ ორი ოთახისგან შედგებოდა, შეუძლებელი იქნებოდა ცერემონიის ჩატარება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე გიორგი გოგიტაშვილის სკოლიდან გავიდა გუთანზე მუშაობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს ტერიტორიაზე გამუდმებით ქმნიდნენ პრობლემებს. უორდროპი ცდილობდა, დავა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მოეგვარებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნები დეკემბერში უნდა გამართულიყო. თავად-აზნაურთა ერთმა ჯგუფმა ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილის დასახელება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თელავში მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე კარლო ჩხეიძის მომხრემ გაიმარჯვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ცუცუნია ღოღობერიძეს თავისი ქმრის, გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის, მოკვლას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წაღვერში წვრილი კრედიტის ინსპექტორმა, დ. ყ. ჩხეიძემ შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა შექმნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის გამგეობამ ნავთლუღში მიწის გაყიდვა და შემოსავლის საუნივერსიტეტო თანხაზე დამატება გადაწყვიტა. მიწის ნაწილის ყიდვის სურვილი ვაჭართა მამასახლისმა, მილოვმა გამოთქვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ კიკალეიშვილს ნაფიცი ვექილი გელაზაროვი იცავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ქიმიის პროფესორად პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი მიიწვიეს. იგი შემოთავაზებაზე დათანხმდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტრიფონ ჯაფარიძის წიგნის „ახალი ათონის“ მოკლე აღწერა სამ შაურად იყიდებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ ნიკოლაძემ ეგნატე ნინოშვილის ძეგლის გაკეთება დაასრულა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელისაბედ წერეთელი საჩხერის ქალთა სკოლის სასარგებლოდ სეირნობას მართავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელისაბედ წერეთელი საჩხერის ქალთა სკოლას მფარველობდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის პირველი დეკემბრიდან თბილისის გუბერნიის აზნაურობას კენჭისყრა უნდა დაეწყო. მიხეილ რომანოვის ბრძანებით, აზნაურებს პირადობის მოწმობა უნდა წარედგინათ 1-ლ სექტემბრამდე. მის შემდეგ უკვე აზნაურების შეკრება იწყებოდა.თუ დროზე არ წარადგენდნენ საჭირო საბუთს, მოგვიანებით კრების საქმეშიც ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1824 წელს აფხაზთა უშედეგო ამბოხების შემდეგ, მიხეილ შარვაშიძე ყველა აფხაზმა სცნო აფხაზეთის კანონიერ მმართველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა პარლამენტს, რომ ნორვეგიაში მყოფ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის ელჩებმა თანაგრძნობით მიიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ნოტა და გაუგზავნეს თავიანთ მთავრობებს დადებითი დასკვნით. დარბაზი ოვაციით შეხვდა ამ მოხსენებას.

