რეგისტრირებული ფაქტები33131
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საქართველოში მყოფმა გერმანელმა ოფიცრებმა დეპეშით სთხოვეს იმპერატორ ვილჰელმს, რომ ისინი დასავლეთის ასპარეზზე გაეგზავნა. იმპერატორმა გამოუგზავნა საპასუხო დეპეშა, რომლითაც მადლობას უცხადებდა და აუწყებდა, რომ დასავლეთის ასპარეზზე მდგომარეობა უცვლელია და ისინი საჭირო არ არიან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საღამოს 8 საათზე დანიშნული იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ვეშაპელი.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის დასაწყისში საქართველოს მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა მოაწყო ლაშქრობა ერევანზე.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის ივნისში რუსთა ჯარი მთავარსარდალ ციციანოვის მეთაურობით კარაკლისში შევიდა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის ივნისში კარაკლისში განლაგებულ რუსთა ჯარის ბანაკში ციციანოვთან ერთად იმყოფებოდა თბილისის სომეხი მთავარეპისკოპოსი იოანე გენტანი ნახატაკი.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისში თავის ჯართან ერთად დაბანაკებულ მთავარსარდალ ციციანოვს შეატყობინეს, რომ ერევნიდან გაასახლეს მოსახლეობის ნაწილი.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის 6 ივნისს სომეხ ლტოლვილთა ქარავნის მეთაურები მელიქ ისააკი და ოგანესი კარაკლისში ჩავიდნენ რუსთა ჯარის მთავარსარდალ ციციანოვსა და მთავარეპისკოპოს იოანესთან შესახვედრად.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს საქართველოში რუსთა ჯარების მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა, თბილისის სომეხი მთავარეპისკოპოსის, იოანეს თხოვნით კარაკლისიდან პამბაკში გააგზავნა ცხენოსანთა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სომეხი ლტოლვილების გადაადგილება პამბაკის (რუსულ წყაროებში ბომბაქის, დღევანდელი ლორეს) მხარეში.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის 20 ივნისს ერევანთან მოხდა შეტაკება რუსთა და სპარსთა ჯარებს შორის. რუსებს ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავარსარდალი პავლე ციციანოვი, სპარსებს – აბას-მირზა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის ივნისში ყაზახი და ბორჩალოელი თათრები ხელს უშლიდნენ რუსებს დაემყარებინათ კავშირი თავის ჯარებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა პავლე ციციანოვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 15 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის ოქტომბერში საქართველოდან ანდრეევსკის დაბაში სხვადასხვა საქონლით სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე სტეფანე ამიროვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 15 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის ოქტომბერში საქართველოდან ანდრეევსკის დაბაში სხვადასხვა საქონლით სავაჭროდ გაემგზავრა ადგილობრივი ებრაელი იზრაილოვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 10 ნოემებრს რუსეთის სახაზინო ექსპედიციის წევრმა ქუთაისიდან თბილისში გააგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის საქალაქო ბაღი გაუშენებია იმერეთის ყოფილ მმართველ პეტრე გორჩაკოვს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მიხეილ ვარდიევი აირჩიეს, ხოლო საქმისმწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს მღვდლებმა: სფ. ფირანოვმა და გიორგი მრევლიშვილმა უარი განაცხადეს თავიანთი ჯამაგირიდან გაეღოთ შემოწირულობა სასულიერო სასწავლებლის სასარგებლოდ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი შეუდგენიათ ა. ს. გრიბოედოვსა და პ. დ. ზავილეისკის.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისს, რომელიც რუსეთ-სპარსეთის ომის დროს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო, იცავდა თბილისის მუშკეტერთა ბატალიონი მაიორ იოსებ მონტრეზორის ხელმძღვანელობით.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს მაიორ მონტრეზორის ბატალიონი მთავარსარდალ ციციანოვის ჯარებს შეერთებია ერევნის მისადგომებთან.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს რუსთა ჯარის მთავარსარდალმა ციციანოვმა კარაკლისის დაცვა, ერევანზე სალაშქროდ გაწვეული მაიორი მონტრეზორის ნაცვლად, დაავალა სარატოვის მუშკეტერთა პოლკის მაიორ ხაჯაევს.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. სტატიაში წარმოდგენილი ციციანოვის რაპორტიდან რუსეთის იმპერატორისადმი ირკვევა, რომ მაიორი ხაჯაევი, რომელსაც 1804 წელს კარაკლისის დაცვა დაევალა, თავის დროზე მეფე ერეკლეს მიუღია კაპიტნად არტილერიაში, ხოლო შემდგომ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებით ციციანოვის ჯარში გადაუყვანიათ. ციციანოვის თქმით, ხაჯაევი არათუ საარტილერიო საქმეში, უბრალო არითმეტიკაშიც კი ვერ ერკვეოდა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს საქართველოს მთავარსარდალ ციციანოვს ერევანზე სალაშქროდ გაწვეული მაიორი იოსებ მონტრეზორი ხელახლა გაუგზავნია კარაკლისში თბილისიდან ერევნისკენ დაძრული პროვიანტით დატვირთული ტრანსპორტის დანიშნულების ადგილამდე მისაცილებლად.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისისკენ მიმავალი მაიორი მონტრეზორის რაზმი სპარსთა ალყაში მოექცა. რაზმს მოუხერხებია ალყის გარღვევა და ტყით გაუგრძელებია გზა. კარაკლისიდან 10 ვერსის მანძილზე მონტრეზორის რაზმს ალექსანდრე ბატონიშვილი დასხმია თავს. რაზმს ვერ მიშველებია მაიორი ხაჯაევის კარაკლისში განლაგებული ბატალიონი და მონტრეზორი თავის მებრძოლებთან ერთად ბრძოლის ველზე დაეცა. სტატიიდან ირკვევა, რომ იოსებ მონტრეზორისთვის მისი უკანასკნელი ბრძოლის ადგილზე დაუდგამთ ძეგლი, რომელიც 1827 წლის 8 ოქტომბერს, ერევნის აღებიდან შვიდ დღეში, დანგრეულა მიწისძვრისაგან.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი წარუდგინეს ამიერკავკასიის მთავარმართებელ ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა, სოფელ ჯარიაშენში მცხოვრებმა ბესარიონ ავთანდილის ძე სრესელმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს მასთან სახლში მივიდნენ იარაღისთვის აძველი ვანო და შაქრო გუნდიაშვილები, გრიშა მელაძე და სხვები, რომლებმაც უთხრეს, რომ ყველანი ბოლშევიკები უნდა გამხდარიყვენენ, დაამტვრიეს მისი ძმის სახლის კარები და დაუბარეს მიეტანა ფრანგული თოფი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიჭერდნენ.

